| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „სამოქალაქო განათლების ტური“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჟურნალისტები და პროდიუსერები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), პროგრამის განმახორციელებელი გუნდის, PH International-ის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ მონაწილეებს გააცნო 5-წლიანი პროგრამის ძირითადი მიზნები, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა მარი ჩიქობავამ ისაუბრა სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე. „აჭარისწყალის“, „გურიელის“, „ლიბერთისა“ და „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ წარმომადგენლები დამსწრეებს ესაუბრნენ მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და განიხილეს სკოლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
„სამოქალაქო განათლების ტურის“ ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლალი სიჭინავამ წარადგინეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები ქალთა უფლებების, სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერების და სასკოლო ბიბლიოთეკის განვითარების თემებზე. ასევე, „სამოქალაქო განათლების ტურში“ მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ქობულეთის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. მათ წარმოადგინეს პროექტები უკანონო თევზჭერის, ტოლერანტობისა და ეკოლოგიის საკითხებზე.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH international-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ღონისძიების იდეის ავტორი და წამყვანი ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე იყო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად