სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არსებული გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი“ - სისუსტე, კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი - ჩხაიძე სიპტომებს ასახელებს
20-11-2022
-
+


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ გრიპის შემთხვევების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარში, ამიტომ რისკჯგუფებში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ვაქცინაცია კი უფასოა 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის H3-N2 ტიპის ვირუსი. ასევე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები 2009-2010 წლების პანდემიის H1-N1 ტიპის ვირუსისა:

„საქართველოში რიგ შემთხვევებში, მეორე პიკი მარტში ფიქსირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ- იანვარია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელიც გამონაკლისი არ იქნება“

მისი განმარტებით, ანალოგიური მატების მოლოდინი არსებობს კორონავირუსის და სხვა ტიპის ვირუსის მიმართაც, ამიტომ საკითხი, კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის ვირუსია რთული გასარჩევი იქნება.

„ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია - ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს - ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია ომიკრონის დროსაც მაღალი ცხელება დაფიქსირდეს“. ​

თუ კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებთან მიმართებით ნაკლებად ფიქსირდებოდა, გრიპთან დაკავშირებით სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. წლამდე ასაკის ბავშვებში გრიპი განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს: „შესაბამისად, გრიპი ბავშვებისთვის გაცილებით მეტად საშიშია გართულებებისა და გამოსავლის მიხედვით, ვიდრე კორონავირუსის ის ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს. ამიტომ, მიმართვიანობა მკვეთრად არის მომატებული; რესპირაციულ-სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება და 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს, იწვევს სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე ბრონქოლიტს ან ფილტვების ანთებას. ამიტომ, თუ შარშან საუბარი იყო ორი ვირუსის: კორონავირუსის და გრიპის ერთდროულად არსებობაზე ჯანმო და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკვე მესამე ვირუსს ამატებს, რისი მაგალითიც აშშ-ში რამდენიმე კვირაა აღინიშნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება