სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი'' მართლაც ეროვნული მედია პროექტია'' - საგარეჯოში ინტელეტ-შეჯიბრის შესარჩევი ტური ჩატარდა
03-11-2016
-
+


საგარეჯოში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.     

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.      

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    
    
მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს.‘’ეტალონის’’ ჯგუფი კი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.  

ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.     
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია კურდღელაშვილი ‘’Etaloni.ge’’-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი ბავშვების სწავლის მოტივაციას ზრდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:  

„ძალიან საინტერსო ტესტები იყო. ბავშვებიც და დირექციაც კმაყოფილია. ‘’ეტალონის’’ დამსახურებაა ბავშვის ინტერესის და მოტივაციის გაზრდა. თქვენ მიერ შერჩეული ტესტები, ბავშვის დონის შესაძლებლობებს ამოწმებს, მას სურვილი უჩნდება კიდევ უფრო მეტი ისწავლოს და ჩაერთოს ინტელექტ-შეჯიბრის ყველანაირ აქტივობაში. დამატებითი აქტივობა ზრდის მოტივაციას. წარმატებული პროექტია, ჩვენ მივესალმებით მას და იმედი გვაქვს კიდევ უფრო განვითარდება.’’  

საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გამგეობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, დააკვირდა ინტელექტ-შეჯიბრის შესარჩევ ტურს. 
 
საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის თქმით, შესარჩევმა ტურმა ინსტრუქციების სრული დაცვით ჩაიარა:  

„შესარჩევმა ტურმა ინსტრუქციების სრული დაცვით ჩიარა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს შეჯიბრი. ‘’ეტალონი’’ მართლაც ეროვნული მედია პროექტია. ბავშვები აზროვნებენ სწრაფად და ავლენენ საკუთარ ინტელექტს. ჩვენი სკოლები ამ პროექტში მაქსიმალურად არიან ჩართულები, რადგან ძალიან ეფექტური პროექტია.“
 
‘’ეტალონის’’ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, რესურსცენტრსა და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში ჩართულობისთვის.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".      
      
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება