სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა სამასწავლებლოში მოსწავლეზე საუბარი? - რა წერია ეთიკის კოდექსში
06-11-2022
-
+


სამასწავლებლო პედაგოგების თავშეყრის ადგილია, სადაც ისინი საუბრობენ პროფესიულ თუ სხვა საკითხებზე.

ისეც ხდება, რომ პედაგოგები სწორედ სამასწავლებლოში განიხილავენ რომელიმე მოსწავლის შესახებ ინფორმაციას და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მასწავლებელს თითოეული ბავშვის ბედი უნდა აღელვებდეს.

დამრიგებლები, დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე, მოსწავლის ოჯახის წევრებადაც შეიძლება ჩაითვალონ, ისინი თითოეულ მოსწავლეზე და მათ ოჯახურ სიტუაციაზე ფლობენ ინფორმაციას, იციან თითოეული ბავშვის პირადი და ოჯახური პრობლემა. თუმცა აქვთ მათ უფლება, რომ ეს ინფორმაცია მესამე პირს გაანდონ? დაშვებულია სამასწავლებლოში მოსწავლის ან მშობლის შესახებ საუბარი?

მასწავლებლის მიერ კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია, როდესაც საქმე მოსწავლესა და მისი ოჯახის წევრებს ეხება. პედაგოგს უფლება აქვს, ინფორმაცია გაუზიაროს მხოლოდ იმ პირებს, ვინც ჩართულია მოსწავლისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაში ან იმ პირებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ამ ინფორმაციის გათვალისწინება მოსწავლესთან მუშაობის დროს. პედაგოგებს არა მხოლოდ მოსწავლისა და მისი მშობლების შესახებ, არამედ კოლეგების შესახებ ინფორმაციის დაცვაც ევალებათ.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსში აღნიშნულია, რომ:

„მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამავე კანონის თანახმად, მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა კი იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

15 სექტემბერს, სკოლამ მოსწავლეებს კარი საზეიმოდ გაუღო

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება