TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა სახის ინფორმაცია ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველად? - რა ვალდებულებები აქვს ამ მხრივ სკოლას
05-11-2022
-
+


თითოეული ბავშვი საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცული უნდა იყოს. კანონით დაისჯება ადამიანი, რომელიც ბავშვს ამ ტიპის ინფორმაციას მიაწვდის.

რა სახის ინფორმაცია ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველად?

  • ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია,
  • სექსუალური შინაარსის ინფორმაცია,
  • აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ;
  • ასევე, ინფორმაცია, რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი.

ბავშვის უფლებათა კოდექსში არის მუხლი, რომელიც საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვას ეხება. რა ვალდებულებები აქვს ამ მხრივ სკოლას? რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს სკოლის ინტერნეტქსელის გამოყენება? ამ კითხვებზე პასუხი სწორედ აღნიშნულ კანონშია:

  1. „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.
  2. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროდუქტს აქვს ნიშანდება „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან მასზე მითითებულია შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვით.
  3. დაუშვებელია იმ ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.
  4. დაუშვებელია იმ ფილმის, კომპიუტერული თამაშის ან სხვა აუდიოვიზუალური პროდუქტის ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.
  5. იმ ჩაწერილი ფილმის ან თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებელი ან ფოტოფირი, რომლის ჩვენება, გადაცემა და გამრავლება შესაძლებელია, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნიშანდება „საბავშვო“.
  6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნიშანდება თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაციის მატარებლის ფრონტალური ეტიკეტის მარცხენა ქვედა კუთხეში 1200 მმ​2 ფართობზე, ხოლო ფოტოფირის შემთხვევაში − 250 მმ​2 ფართობზე. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს ნიშანდების შინაარსის, სიდიდის, ფორმისა და ფერის მარეგულირებელი ნორმები და დააწესოს ამ ნორმებიდან გამონაკლისები.
  7. აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე. სრული შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისთვის პორნოგრაფიული ან სხვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.
  8. ინფორმაცია ინტერნეტგვერდზე უნდა განთავსდეს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმებისა და ამ პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსების წესების დაცვით.
  9. ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა.
  10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკაში ან ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).
  11. მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
  12. ინტერნეტსალონში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის, საჯარო კინოჩვენების, ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებლებისა და არამოგებიანი სათამაშო ელექტრომოწყობილობის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური.
  13. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

თანხის ჩარიცხვა დღეს, 18:00 საათამდე შეგიძლიათ - დეტალები  

კანდიდატთა  განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს

ცნობილია საჯარო სკოლების სია, რომლებისთვისაც ახალ დაფებს იყიდიან - 3 300 სასკოლო დაფისთვის მილიონ 250 ათას ლარამდე დაიხარჯება 

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

პიროვნება

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება