სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა მართოს სკოლის ბიუჯეტი დირექტორმა ახალი სტანდარტით
29-09-2022
-
+


საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შორისაცაა სკოლის ფინანსების მართვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დირექტორის ძალისხმევით, სკოლაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფინანსური რესურსების მართვის (დაგეგმვის, განკარგვის, მონიტორინგის და ა.შ.) ეფექტიანი სისტემა, რომლითაც რეალიზდება სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები;

ასევე ბიუჯეტში უნდა აისახოს სასკოლო საზოგადოების წევრების ინტერესები, შეხედულებები, საჭიროებები და პრიორიტეტები:

„დირექტორის ძალისხმევით, სკოლა უზრუნველყოფილია ფისკალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით სასკოლო სასწავლო გეგმის/კურიკულუმის განსახორციელებლად, სწავლებისა და შეფასების პროცესის უზრუნველსაყოფად; ასევე სკოლა უზრუნველყოფილია ფისკალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის რესურსებით მასწავლებელთა გასაძლიერებლად, საზოგადოებისა და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველსაყოფად; სკოლაში დანერგილია და პრაქტიკაში გამოიყენება ფინანსების მართვის, შესყიდვების პროცედურის გამჭვირვალე სისტემა“.

იხილეთ ასევე:

საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება