სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართულ-თურქული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის კვირეული გაიმართა
03-11-2016
-
+


თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლის მიწვევით ქართულ-თურქული საგანმანათლებლო გაცვლითი კვირეული გაიმართა, რომელშიც ქ. ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“-ს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქ. ორდუს სოციალური მეცნიერებების სკოლა და ბათუმის კერძო სკოლა „გორდა“ (დირექტორი ნინო მურვანიძე) უკვე სამი წელია ახორციელებენ საინტერესო შემეცნებით და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ორი ქვეყნის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოებას და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობას ემსახურება.

ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის წარმომადგენლები ორდუს სკოლის მუშაობის სპეციფიკას, მიღწევებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. გაიმართა ერთობლივი კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. ასევე ვიზიტი შედგა ორდუს კერძო კოლეჯში, სადაც წარმოდგენილია სწავლების სამი საფეხური (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - საბავშვო ბაღი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, პროფესიული კოლეჯი).

ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება მოუწყო ქალაქ ორდუს გუბერნატორმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბათუმის სკოლა „გორდას“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს ვიზიტისთვის და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის გეოგრაფიის და კატასტროფების რისკის შემცირების ექსპერტმა რუსუდან თევზაძემ და სკოლა „გორდას“ ინგლისური ენის პედაგოგმა მადონა ფუტკარაძემ საერთაშორისო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ თურქი მოსწავლეები. 

ინტეგრირებული გაკვეთილის სრულყოფილად გამართვაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამინისტროს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, ASB -ს და Save the Children-ს, რომლებმაც თემატური საჩუქრებით უზრუნველყვეს თურქი მოსწავლეები.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება