სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება

„მინდა, რომ ქვეყანაში მათემატიკის მეტი მოყვარული იყოს“- სალომე სხულუხია, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ახალბედა პედაგოგი 
22-09-2022
-
+


ახალბედა პედაგოგი სალომე სხულუხია 15 სექტემბერს სკოლაში მასწავლებლის სტატუსით პირველად მივიდა - იგი ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, მათემატიკას მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს ასწავლის და მეცხრეკლასელების დამრიგებელიცაა.

ახალბედა პედაგოგი etaloni.ge-ს უამბობს, რომ  უმაღლესი განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო -  მათემატიკის განხრით ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამათავრა; შემდეგ 60-კრედიტიანი პროგრამაც ამავე უმაღლეს სასწავლებელში გაიარა, ჩააბარა საგნის გამოცდაც და ახლა უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ პროფესიულ სასწავლებელში კომპიუტერული უნარ-ჩვევებიც აითვისა, თუმცა ასეთი ბეგრაუნდის მიუხედავად, გვიმხელს, რომ სასწავლო წლის პირველ დღეს ნერვიულობდა...

„ძალიან ვღელავდი, თუმცა ეს გრძნობა მაშინვე გაქრა, როგორც კი საკლასო ოთახში შევედი... მქონდა მოლოდინი, რომ კლასი მოწესრიგებული და ყურადღებიანი დამხვდებოდა. მართლაც, ბავშვებისგან უდიდესი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. პირველად მომცეს სადამრიგებლო კლასი, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეები წარმატებულები გახდნენ და გვერდით დავუდგე“,- ამბობს ახალბედა მასწავლებელი. 

სალომე სხულუხიას მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, ის მათ ამზადება. პრაქტიკები კი კერძო სკოლაში გაიარა. ამიტომაც, ფიქრობს, რომ მოსალოდნელ შესაძლო გამოწვევებს მომზადებული შეხვდება. 

„მოსწავლეები კერძოდ მყავდა აყვანილი, შესაბამისად, ბავშვებთან ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონია. ამიტომაც იმ გამოწვევებისთვის, რაც შეიძლება საჯარო სკოლაში მელოდოს, მზად ვარ. შემუშავებული მაქვს ყველა მეთოდი, თუ როგორ უნდა მოვიქცე კონკრეტულ სიტუაციაში. საგაკვეთილო პროცესი ბავშვებისთვის, პირველ რიგში, საინტერესო უნდა იყოს. ამისთვის კი სათანადო მიდგომებსა და მეთოდებს ვიყენებ. ვცდილობ, მხედველობის მიღმა ვინმე არ გამომრჩეს“,- ამბობს სალომე სხულუხია. 

სალომე სხულუხიას სურს, რომ მოსწავლეებს მათემატიკა შეაყვაროს და დაანახოს, რომ ეს საგანი რთული სულაც არ არის. 

„პირველ ყოვლისა, როგორც დამრიგებელს, მინდა, მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაო, რაც მათ მომავალშიც გამოადგებათ. მეორე, გამომდინარე იქიდან, რომ მათემატიკოსი ვარ, მინდა მოსწავლეებს ამ საგნისადმი მეტი ინტერესი გავუღვივო და დავანახო, რომ თუ პროგრამას თავიდანვე მიჰყვებიან, რთული ნამდვილად არ არის. მინდა, რომ ქვეყანაში მეტი მათემატიკის მოყვარული იყოს“,- თქვა ახალბედა მასწავლებელმა. 

აქვს კონკრეტული მიზეზიც, თუ რატომ აირჩია ქუთაისის N4 საჯარო სკოლა. მას ამ სკოლიდან მოსწავლეები ჰყავდა, ასევე ნაცნობი მშობლებიც, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მუშაობას ამ სკოლაში დაიწყებდა. შემდეგ ვაკანსიაც გამოცხადდა. მან სივი რამდენიმე სკოლაში გაგზავნა, თუმცა როდესაც ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში აიყვანეს, სხვა გასაუბრებებზე აღარც მისულა. 

სალომე სხულუხია სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება