სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა სასკოლო ჩანთა სწორად?
02-09-2022
-
+


სასკოლო სამზადისი უკვე დაწყებულია, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი კი მოსწავლეებისთვის ჩანთის შერჩევაა. ის მოსახერხებელი, რაც შეიძლება კომპაქტური და გამძლე უნდა იყოს. ხშირად მშობლები და შვილები ჩანთას ერთად არჩევენ, თუმცა არ იციან, რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენ გიზიარებთ უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა ფაქტორების მიხედვით უნდა შეარჩიოთ ზურგჩანთა.

ხარისხი

სკოლის ზურგჩანთების ყველაზე ფართო არჩევანი ხელმისაწვდომია სკოლამდელი ვაჭრობის სეზონზე. ამ დროს თქვენ ნახავთ პროდუქციასაც, რომელთა ხარისხი და ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომაც, მათი შერჩევა უნდა იცოდეთ. სხვაგვარად, შეიძლება ჩანთა ერთ თვეში უკვე გამოუსადეგარი იყოს.

ზურგჩანთა შიგნით და გარეთაც შეამოწმეთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

  • მოერიდეთ არათანაბარ ნაკერს, რომელიც შეიძლება ადვილად გაიხსნას;
  • შეამოწმეთ ქსოვილის კიდეები არათანაბარი ზომის ხომ არ არის და ხომ არ იშლება;
  • ჩანთის ქსოვილი და ელვაშესაკრავი წყალგამძლე უნდა იყოს, რათა წვიმის დროს არც წიგნები დასველდეს და არც ზურგჩანთა გაფუჭდეს.

ჩანთის ზომა სწორად უნდა შეარჩიოთ

ზურგჩანთის სიგანე ადამიანის სიგანის პროპორციული უნდა იყოს. მაგალითად, პატარა ბავშვმა არ უნდა აირჩიოს ზრდასრულის ზომის ჩანთა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მისი სიგრძეც. ჩანთა წელზე ოდნავ ზემოთ უნდა ჩერდებოდეს.

შეარჩიეთ ჩანთა, რომელსაც ფართე სახელურები აქვს

ზურგჩანთა, რომელსაც ფართე სახელურები აქვს, მხრებს ზედმეტი წნევისგან იცავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ ჩანთის ტარებისას ორივე სახელური გამოიყენოს, რათა წონა თანაბრად გადანაწილდეს.

მოძებნეთ ჩანთა, რომელსაც შედარებით ბევრი ჯიბე აქვს

ბევრჯიბეებიან ჩანთაში წონის გადანაწილება შედარებით უფრო მარტივია. შესაბამისად, მოსწავლეც ნაკლებად დაიტვირთება.

შეძენამდე ჩანთა დატესტეთ

მაღაზიაში იმ ნივთების ნაწილი მაინც წაიღეთ, რომელთა ჩალაგებასაც ჩანთაში ყოველდღიურად აპირებთ და ჩანთა დატესტეთ.

თქვენი შვილის სტილი აუცილებლად გაითვალისწინეთ

მოსწავლემ ჩანთა სკოლაში ყოველ დღე უნდა ატაროს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ის მის სტილს ემთხვეოდეს. შესაძლოა, თქვენ სხვა ჩანთა მოგწონეთ, მაგრამ, პირველ რიგში, შვილი სურვილები უნდა გაითვალიწინოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება