სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ უნდა დატოვოს მასწავლებელმა პირველკლასელზე კარგი შთაბეჭდილება?
14-09-2022
-
+


სკოლაში შესვლა და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნალოვანი ეტაპია. სასკოლო გარემოში ბავშვები სხვადასხვა დისციპლინის გარდა, თანატოლებთან ურთიერთობასაც სწავლობენ, ისინი შესაბამის სოციალურ უნარებს უმუშავებენ.

ეს დღე არამარტო პირველკლასელებისთვის, არამედ თავიანთი პედაგოგებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეებს შესაფერისი გარემო შეუქმნან, მათი ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინონ და კეთილგანწყობა მოიპოვონ.

სხვადასხვა უცხოური კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი მიდგომები ამართლებს იმისთვის, რომ პირველკლასელებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ. ჩვენ სწორედ რამდენიმე მათგანს გიზიარებთ.

ეცადეთ, შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, შემთხვევით, ზედმეტი არ მოგივიდეთ

თუ ზედმეტად ცდილობთ, ამით შესაძლოა საქმე გაიფუჭოთ. არ არის საჭირო, რომ პირველკლასელებთან „ფეიერვერკი“ მოაწყოთ. მათთან ურთიერთობა ფრთხილად დაიწყეთ, ეცადეთ არ დააფრთხოთ და აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ.

ყოველთვის გულთბილად მიესალმეთ

როდესაც ისინი კლასში შემოვლენ შეგიძლიათ ინდივიდუალურად, სახელებით მიესალმოთ. გაუღიმეთ, თუ მათგანაც იმავეს იგრძნობთ ამას შესაბამისად შეხვდით. ასე თქვენდამი მათი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაიზრდება.

შესაფერისად ჩაიცვით

იმას თუ როგორი იქნება ადამიანების პირველი შთაბეჭდილება თქვენზე, დამოკიდებულია ჩაცმის სტილზეც. ეცადეთ, რომ სკოლაში აკადემიურად ჩაიცვათ და ისეთი სამოსი შეარჩიოთ, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ. სამოსი, რომლის მორგებასაც აპირებთ, სახლშიც ჩაიცვით და მიეჩვიეთ.

თავადაც იმეცადინეთ

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები გრძნობდნენ, რომ თქვენ რასაც ასწავლით, ის საკითხი კარგად იცით. ამისთვის კი აუცილებელია, რომ სწავლის დაწყების წინ მასალას გადახედოთ. მოსწავლეებთან კი ეს ცოდნა სათანადოდ წარმოაჩინოთ. შესაძლოა, ისინი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები იყვნენ, თქვენ კი უნდა ეცადოთ და დაანახოთ, რომ თითოეულის კულტურაში კარგად ერკვევით.

პირველკლასელები საინტერესო აქტივობაში ჩართეთ

კარგი იქნება, თუ პირველი დღისთვის მათთვის საინტერესო აქტივობებს დაგეგმავთ. ეს მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებაში დაემხარებათ. გარდა ამისა, ამ საქციელით კეთილგანწყობას თქვენც მოიპოვებთ.

აუხსენით სასწავლო წლის განმავლობაში რას უნდა ელოდნენ

პირველკლასელთა ნაწილს სასკოლო ცხოვრება ძალიან აინტერესებს. მათთვის ამ რეჟიმში ცხოვრება ძალიან ახალია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ. უთხარით, რა აქტივობების შესრულება მოუწევთ, რა უნდა ისწავლონ და წლის ბოლოს მოსალოდნელი შედეგებიც გააცანით.

ინტერესი აღუძარით

პირველი გაკვეთილი ისე დაასრულეთ, რომ მათ ინტერესი აღუძრათ. მიეცით მინიშნება, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში დაფიქრდებიან და შემდეგ გაკვეთილს ხალისითა და ინტერესით დაელოდებიან.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება