სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კონკურსში გამარჯვებულს 3 000 ლარი გადაეცემა - პირობები და კრიტერიუმები 
11-08-2022
-
+


გამოცხადებული კონკურსის დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა განიხილეს.

ლია გიგაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და შერიგებისა და ჩართულობის სტრატეგიის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისების მნიშვნელობაზე. გიგაურმა დეტალურად განმარტა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაწესებული კონკურსის მიზნები და ამოცანები.

კონკურსი სახელწოდებით „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ პირველად 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ცხადდება.

კონკურსში შესაძლებელია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდის, ახალგაზრდების ჯგუფის ან ახალგაზრდული ორგანიზაციის ნომინირება. ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია: სახელმწიფო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს ან ექსპერტთა ჯგუფს, არანაკლებ სამი  ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.

წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას;
  • კანდიდატის საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი სამშვიდობო პროცესში;
  • კანდიდატის მიერ სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით. მაგ.: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის საკითხზე განხორციელებული აკადემიური საქმიანობა (კვლევები, ანგარიშები, ნაშრომები); ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებს ან/და გამოჩენილ ინიციატივებს, ასევე, მშვიდობის მშენებლობის მიზნით, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობას.

განცხადებები მიიღება 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ მისამართზე : info@smr.gov.ge

განაცხადში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული:

  • ინფორმაცია კანდიდატის წარმდგენი პირის/პირების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
  • კანდიდატის სახელი და გვარი, მოკლე ბიოგრაფია (განათლება, საქმიანობის სფერო);
  • მშვიდობის მშენებლობის პროცესში კანდიდატის მიერ შეტანილი წვლილის მოკლე აღწერა (არაუმეტეს 500 სიტყვისა); ნაშრომებისა და სხვა დამხმარე მასალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოწოდება შესაძლებელია დანართის სახით.

წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული კონკურსში ნომინირების შესახებ და უნდა იყოს თანახმა მისი კანდიდატურის განხილვაზე. 

გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.

გამარჯვებული კანდიდატ(ებ)ის გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული ახალგაზრდა პირი, ახალგაზრდების ჯგუფი ან ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება