სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სატრანსპორტო შეღავათები მასწავლებლებზე არ ვრცელდება - მოსწავლეები უფასოდ, მედდები კი 50 თეთრად იმგზავრებენ ფოთის მუნიციპალიტეტში
10-08-2022
-
+


ფოთის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, სადაც განისაზღვრა მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მექანიზმებიც. უფრო კონკრეტულად კი, M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში  რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;

ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ხოლო მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;

ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);

გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები;

დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი.

ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით.

2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება