სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ამ წარმატებას ჩემს სკოლას და პედაგოგს მივაწერდი“ - აბიტურიენტი, რომელმაც ბიოლოგიაში 70-დან 70 ქულა
04-08-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების ნაწილის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ბიოლოგიაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70 თბილისის N51 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნია ფიფიამ დაიმსახურა.

ნიასთვის ეს შედეგი ძალიან საამაყო და სასიხარულოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მასაც და მის სკოლის პედაგოგსაც გაწეული შრომა დაუფასდა. აბიტურიენტი მისის სკოლისა და მასწავლებლის მადლიერია.

etaloni.ge-ს წარმატებულმა კურსდამთავრებულმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მომავალი აბიტურიენტებისთვისაც არ დაიშურა რჩევები.

„ბიოლოგიაში ჩემი შედეგის ნახვის შემდეგ, პირველ რიგში ძალიან აღტაცებული ვიყავი. მეორე მხრივ, რომ შევხედო ძალიანაც არ გამკვირვებია, რადგან მაღალ ქულას ველოდი თუმცა, არა 70-ს... მაქსიმალურ შედეგზე ფიქრის უფლება ჩემს თავს არ მივეცი... ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთებში. გამიხარდა, რომ ჩემ მშობლებს მივეცი საბაბი ჩემით ეამაყათ, ასევე პედაგოგს, რომელიც ჩემგან მაღალ ქულას ელოდა. ძალიან გაუხარდა, რადგან მგულშემატკივრობდა. მათ, რომ ეს იმედები გავუმართლე ამით ვარ გახარებული.

ბიოლოგიასთან ერთად ჩავაბარე: ქიმია, ქართული და ინგლისური. ამ საგნებშიც საკმაოდ მაღალი ქულები მაქვს. ბიოლოგიაში ამ წარმატებას მაინც ჩემს თბილისის N51 საჯარო სკოლას და პედაგოგს მივაწერდი, რომელმაც ამ საგნით თავიდანვე ძალიან დამაინტერესა. ლიკა მასწავლებელი, ძალიან კარგად მასწავლიდა და სწორედ მისი დამსახურებაა ეს ქულა. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რომ ყველაზე მაქსიმალური ქულა ბიოლოგიაში მივიღე ჩემთვის ეს ყველაზე მარტივი და კარგი იყო. თვითონ ტესტი 40 წუთში დავწერე და ძალიან გამიკვირდა ბოლოს საკითხს რომ დავაჭირე და მეტი აღარაფერი იყო გასაკეთებელი. დროც საკმაოდ დამრჩა, რომ ჩემი ნამუშევრისთვის თავიდან ბოლომდე გადამეხედა. ყველაზე რთულად არც ერთი გამოცდა არ მახსენდება, თუმცა შედარების მხრივ მაინც ქიმიას გამოვყოფდი. წინა წლებში ბოლოს 2 ამოცანა იყო გასაკეთებელი წელს კი 3 დაგვხვდა და ცოტა გამიკვირდა.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ არ უნდა ინერვიულონ, ეს არის მთავარი. ბოლო წლები ყველაზე კარგად მოემზადონ. გამოცდაზე როდესაც გადიხარ, შენ თავს უნდა შეახსენო, რომ იქ ისეთი არაფერი დაგხვდება, რაც არ გისწავლია. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა მათ ნერვიულობის გადალახვაში დაეხმარებათ და მაქსიმალურად გამოავლენენ ცოდნას. ზოგადად გამოცდები მარტივი არ არის, მაინც ყველა ღელავ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება