| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პირველი კლასის მოსწავლეებს საჯარო სკოლაში შესვლისას პორტატული კომპიუტერები საჩუქრად გადაეცემათ, რომელსაც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ. არის შემთხვევა, როდესაც ბავშვმა სკოლას ბუკი უნდა დაუბრუნოს.
როგორც განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვითხრეს, თუ მოსწავლე სხვა სკოლაში გადაგყავთ, მან შესაძლოა პირველ კლასში საჩუქრად გადაცემული ბუკი ძველ სკოლაში დატოვოს.
ეს მაშინ ხდება, თუ მოსწავლე სხვა საჯარო სკოლაში მესამე კლასის დახურვამდე გადავიდა. ამ დროს, კომპიუტერზე მოთხოვნა ახალმა სკოლამ უნდა გაგზავნოს. ასევე, ბუკს ვერ მიიღებს მოსწავლე, რომელიც კერძო სკოლაში გადადის, რადგან ისინი საჩუქრად მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებს გადაეცემათ.
„თუ ბავშვი სხვა საჯარო სკოლაში მესამე კლასამდე გადავიდა, ასეთ შემთხევაში ბუკი ძველ სკოლაში რჩება და ახალი სკოლა აკეთებს მოთხოვნას. მაგრამ თუ მოსწავლემ მესამე კლასი დახურა და მეოთხე კლასში გადადის, ბუკი უკვე მის საკუთრებაშია“,- თქვეს განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე.
აღსანიშნავია, რომ ბუკები მესამე კლასის მერე მოსწავლეთა საკუთრებაა და დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ, სკოლაში არ უნდა დააბრუნონ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას