სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან - 13 სიმპტომი, რომელთა დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ
23-07-2022
-
+


რამდენიმე დღეა ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. Etaloni.ge გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან:

ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები, დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა...ამიტომ არ უნდა გამოგვეპაროს საეჭვო სიმპტომები, რომელთა გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.

ეს სიმპტომებია: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, ინტენსიური წყურვილი, შარდის შეკავება, გულის რევა, ღებინება, ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბუჟება, კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)

თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.

ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა),  გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პიროვნება
სკოლები
სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 

სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება