სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გასწორდება თუ არა გამოცდაზე შავად ნაწერი თემა, თუ პასუხების ფურცელში გადატანას ვერ მოასწრებთ?
09-07-2022
-
+


მასწავლებლებისათვის და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დამთავრდება. 

მასწავლებლები ტესტზე მუშაობის ინსტრუქციას ყურადღებით უნდა გაეცნონ და არ დაუშვან, რომ ქულები, საგამოცდო ტესტში დაშვებული შეცდომის გარდა, პასუხების ფურცელში არასწორად გადატანის გამოც დაკარგონ.

აპლიკანტებს გამოცდაზე „შავი ფურცლები“ ურიგდებათ. მათ საშუალება აქვთ, მოითხოვონ იმდენი ფურცელი შავად წერისთვის, რამდენიც სურთ. აღნიშნულ ფურცლებში შესაძლებელია ჩაინიშნოთ, მაგალითად, არჩევითპასუხიან ტესტში რომელს უფრო მიიჩნევთ სწორად, ასევე საშუალება გაქვთ, ჩასწეროთ ღია დავალებებზე პასუხის მონახაზი, გამართოთ, დახვეწოთ და საბოლოო ვარიანტი გადაიტანოთ პასუხების ფურცელში.

მასწავლებელთა ზოგიერთი გამოცდა ანალიტიკურ წერასაც მოითხოვს, სტატუსის ამაღლების მსურველებს კი პროფესიული უნარების გამოცდაზე ფუნქციური წერა მოუწევთ. მსგავსი ტიპის დავალება კი უმჯობესია, ჯერ ე.წ. შავ ფურცელზე დაიწეროს, რათა გამოსაცდელმა გადაიკითხოს თავისივე ნაწერი, დახვეწოს, შეასწოროს და შემდეგ გადაიტანოს პასუხების ფურცელში განკუთვნილ ადგილას.

არგუმენტირებული მსჯელობა და ტექსტის სტრუქტურულად გამართვა დროს მოითხოვს, შესაბამისად, მარტივი არაა სრულყოფილი ნამუშევრის მოკლე დროში დაწერა. თუმცა ისეც ხდება, რომ აპლიკანტები „შავ ფურცელზე“ მუშაობაში დიდ დროს კარგავენ, შემდეგ კი დრო არ რჩებათ დაწერილი თემის პასუხების ფურცელში გადასატანად.

გასწორდება თუ არა გამოცდაზე „შავად ნაწერი“ თუ პასუხების ფურცელში გადატანას ვერ მოასწრებთ?

არა! შავად ნაწერი ნამუშევარი არ სწორდება. გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, შესაბამისად, უმჯობესია შავად წერაში დიდი დრო არ დაკარგოთ და დროულად დაიწყოთ პასუხების ფურცელში გადატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, თუ შავად ნაწერში სრულყოფილად დაწერთ არგუმენტირებულ ესეს, მაგრამ პასუხების ფურცელში თემის შესაბამის ადგილს ცარიელს დატოვებთ, ქულას ვერ დაიმსახურებთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება