| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ბრიტანეთის საბჭო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ერთობლივი პროექტის - „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“, აცხადებს რეგისტრაციას ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ონლაინ საზაფხულო სკოლაში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მასწავლებლებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „ონლაინ მასწავლებელთა საზოგადოება - საქართველოს“ პლატფორმაზე. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, 18 ივლისიდან - 12 აგვისტომდე შეარჩიონ სასურველი პერიოდი და დარეგისტრირდნენ 12 საათიან ინგლისური ენის კურსზე, საზაფხულო სკოლაში.
აღნიშნული აქტივობა აღიარებული იქნება სქემით გათვალისწინებული სავალდებულო საათების ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, სარეგისტრაციო ბმულების სანახავად, იხილეთ თანდართული დოკუმენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის ბოლო ვადა - 24 ივნისი.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას