| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა საჯარო და კერძო ბაღი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში - ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უკვე გააჟღერა და როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია განმარტებული, ყველაფერი ავტორიზაციისთვის კეთდება.
რეგისტრაციისთვის ვადა, სააღმზრდელო დაწესებულებებს 31 დეკემბრამდე აქვთ და ამის თობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დამატებითი განმარტებები გააკეთა:
„ყველა საჯარო და კერძო ბაღი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია 31 დეკემბრამდე. 2023 წლიდან იწყება თვითშეფასება. ამ დროს შესაბამისი სპეციალისტი ეხმარება ბაღს, დაძლიოს გამოწვევები... მთლიანად ეს პროცესი ორიენტირებულია დახმარებაზე და არა - დასჯაზე; ეს კულტურა უნდა შემოვიტანოთ, რომ დაწესებულებას არ ჰქონდეს განცდა - ახალა მოვა ვიღაც და აუცილებლად დამსჯის! პირიქით - მას ყველანაირი მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ, რომ არ ჰქონდეს განცდა - თუ უარს ეუბნება სისტემა, რომ ის დაისაჯა.
1 ივლისიდან იწყება ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია, 20-29 ივნისს კი დაგეგმილი გვაქვს ტრენინგები - ნაწილი დისტანციურად, ზოგან კი ადგილზე მოხდება დატრენინგება, რათა ბაღებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეთ“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას