სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

„მშობლები ხშირად სვამენ კითხვას - უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა ან სურდო აქვთ....“
21-03-2018
-
+


„მშობლები ხშირად სვამენ კითხვას - უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა აქვთ, ახველებთ, სურდო აქვთ....“ - ამის შესახებ პოსტს ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

გთავაზობთ პოტს უცვლელად: 

„მშობლები ხშირად სვამენ კითხვას - უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა აქვთ, ახველებთ, სურდო აქვთ... დიახ უნდა დაბანოთ... რატომ??? სწორედ იმიტომ რომ კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებასთან.


კანის ფუნქციებია: სუნთქვა, შეწოვა, გამოყოფა, პიგმენტების წარმოქმნა, ის მონაწილეობს თერმორეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა გამოსხივებისაგან, დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის, ბაქტერიოციდული ეფექტი ქვეითდება გადაღლის და კანის დაზიანების და დაბინძურების შრმთხვევაში. კანი მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის წარმოქმნის პროცესებში... კანი სუნთქავს და დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 10 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქავს 5 გრ ჟანგბადს,რაც ორგანიზმის აირთა ცვლის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. 

ბავშვის კანი ნაზია, თხელია, მდიდარია სისხლძარღვებით, იოლად ზიანდება, მალე კარგავს სუნთქვის ფუნქციას. თუ ფორები ჭუჭყით ივსება, მას სათუთი მოვლა და ხშირი დაბანა სჭირდება, რომ არ დაკარგოს სუნთქვის ფუნქცია და არ შეუწყოს ხელი ჰიპოქსიის განვითარებას...

ამიტომ თითქმის არ არსებობს დაბანის წინააღმდეგ ჩვენება (ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით).

ის მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარულს ჩაბარდა...თუ თქვენ, სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას, ბავშვის მდგომარეობიდან და ტემპერატურიდან გამომდინარე, პირიქით, ხელს შეუწყობთ ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას. 

არ არის აუცილებელი ყოველთვის დუშ-გელის, საპნის ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენის გამოყენება. საკმარისია უბრალო წყლის გადავლება, რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი. 

მივცეთ კანს საშუალება მაქსიმალურად ისუნთქოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ბავშვს სიამოვნებს ეს პროცესი. მერწმუნეთ, გამოჯანმრთელების პროცესიც არ დააყოვნებს...   

დარეგულირდება ტემპერატურა, ცხვირის სანაციაც და ნახველის სეკრეციაც მარტივად მოხდება. 

მოუსმიეთ და ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან მედიცინის საკითხებში... ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება