| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტეხასის შტატში, ქალაქ უვალდეში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად ბოლო ცნობებით 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 - მოსწავლეა.
ტეხასის გუბერნატორის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის სალვადორ რამოსი იყო, რომელიც სავარაუდოდ ამავე სკოლაში სწავლობა. ის სამართალდამცავებმა მოკლეს. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა. ამასთან, ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლაში წასვლამდე ბებიას ესროლა. ამის შესახებ CNN-ს სამმა წყარომ განუცხადა.
"რამოსმა, როგორც ვარაუდობენ, ბებიას ესროლა დაწყებით სკოლაში წასვლამდე", - განუცხადა CNN-ს წყარომ. ამასთან, ტეხასის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სერჟანტმა თქვა, რომ ბებია საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სკოლაში შესვლამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, პოლიციამ ის დააკავა, თუმცა სალვადორ რამოსმა გაქცევა შეძლო, სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, 1966 წელს ტეხასის უნივერისტეტის კოშკიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 2016 წელს ტან ტაფეს საშუალო სკოლაში გახსნილი ცეცხლის დროს კი 10 ადამიანი.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას