| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასწავლო ტრენინგები და პროგრამები განხორციელდება. ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო „World Vision’’-თან ერთობლივ პროექტს იწყებს.
„ თანამშრომლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები გატარდება. დაინერგება მათი გაძლიერებისთვის საჭირო ტრენინგ მოდულები. სასწავლო აქტივობები ახალგაზრდებს შესაბამისი ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ და ,,World Vision’’-ის პროგრამების დირექტორმა, ეკატერინე გურგენაძემ მოაწერეს ხელი”,- აღნიშნავენ უწყებაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება