სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში ამ ნივთების მიტანა აკრძალულია... - დეტალები
16-05-2022
-
+


რომელი ნივთების შეტანა არ შეუძლიათ მოსწავლეებს სკოლაში, საკითხს კანონი არეგულირებს; Etaloni.ge გთავაზობთ იმ ნივთების სიას, რომელთა მიტანაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუშვებელია:

აკრძალული ნივთების სია: 

• დაუშვებელია სკოლაში თამბაქოს ნაწარმის შეტანა, ასევე დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება. 
• იკრძალება ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება იარაღად გამოიყენონ;
• დაუშვებელია სანთებელა ან ასანთი;
• ალკოჰოლური საშუალებები;
• ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
• ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
• აზარტული თამაშის საშუალებები;
• უხამსობის ამსახველი ნივთები;
• ნარკოტიკული საშუალებები;
• ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
• ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ აკრძალული ნივთების ამოღება და სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაა. 

აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მოსწავლის სახელზე ივსება დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, რომელიც რეაგირებისთვის დირექციას გადაეცემა. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბასრი იარაღის ან ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის შემთხვევაში საქმეში ერთვება უბნის ინსპექტორიც. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება