სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თსუ სწავლას ჰიბრიდულ რეჟიმში გააგრძელებს - სტუდენტთა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია
11-05-2022
-
+


მას შემდეგ, რაც კოვიდრეგულაციების უმრავლესობა მოიხსნა, თსუ-ში მეორე სემესტრი დასწრებით ფორმატში უნდა განახლებულიყო, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ისინი მიზეზად ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ სასწავლო წლის დასასრულისთვის რაიონიდან ჩამოსვლისა და ბინის ქირაობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. საკითხს განათლების სამინისტროც გამოეხმაურა და თსუ-ს ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართა, სტუდენტთა ინტერესები გაეთვალისწინებინათ, რასაც უმაღლესი სასწავლებლის განცხადება მოჰყვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან  შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო თსუ-ს მოუწოდებს, სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულოს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება