სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ბავშვს ბაღი სძულს?
22-10-2022
-
+


ბავშებისთვის საბავშვო ბაღი გარესამყაროსკენ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. პატარების ნაწილი იქ თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ბაღი სძულს და ამის გამო ყოველ დილით ტირის.

საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში მშობელს რისი გაკეთება შეუძლია. შეიძლება იფიქროთ, რომ ბავშვს კონკრეტული გარემო არ მოსწონს, ამ დროს შეგიძლიათ ის სხვაგან გადაიყვანოთ. მაგრამ, სანამ მას ბაღს შეუცვლით, გაანალიზეთ სიტუაცია და გაიგეთ თქვენი შვილის ქცევის რეალური მიზეზი.

არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც, შესაძლოა, თქვენს შვილთან ეს პრობლემა მოაგვაროთ.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ არ მოსწონს თქვენს შვილს სკოლამდელ დაწესებულებაში სიარული.

  • გაიგეთ შეესაბამება თუ არა კონკრეტულ ბაღში სწავლის სტილი თქვენს შვილს. მხოლოდ იმიტომ, რომ დაწესებულებას კარგი რეპუტაცია აქვს, არ ნიშნავს, რომ ის ბავშვისთვის იდეალურია;
  • დაფიქრდით, ბოლო პერიოდში თქვენი შვილის ცხოვრებაში რაიმე ისეთი ხომ არ მომხდარა, რაც მას აგრესიულად განაწყობდა;
  • ესაუბრეთ ბავშვს, მათთან ლაპარაკით შეიძლება ამოხსნათ, თუ რატომ არ უყვარს ბაღში სიარული;
  • დილით, სანამ ბაღში მიიყვანთ, მასთან დრო საინტერესოდ გაატარეთ და შეაგუეთ, რომ დღის გარკვეული მონაკვეთი მასთან ვერ იქნებით;
  • ჰკითხეთ, არის თუ არა რამე ისეთი, რისი კეთებაც ბაღში მოსწონთ და ამ საკითხზე ყურადღება გაუმახვილეთ;
  • დააკვირდით მის სხეულის ენას, მას შემდეგ, რაც მან ბაღში სიარული დაიწყო, ხომ არ არის სახლში მისი ქცევა შეცვლილი.

და ბოლოს, მიეცით ბავშვებს დრო. მათ ახალ გარემოსთან შესაგუებლად დროის გარკვეული მონაკვეთი სჭირდებათ. თავიდან ბაღში მთელი დღე არ დატოვით ხოლმე, საკმარისია რამდენიმე საათიც. ასე გარემოს უკეთ შეეგუება და თქვენთან განშორება ნაკლებად გაუჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება