სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

უკრაინას მილიონამდე დევნილი ბავშვი ჰყავს - „ისინი დაუცველები არიან“
10-03-2022
-
+


დაახლოებით ერთმა მილიონმა ბავშვმა გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, დევნილთა საერთო რაოდენობამ კი  2 მილიონს გადააჭარბა, - ინფორმაციას ორგანიზაცია Save the Children ავრცელებს.

მათივე ცნობით, არასრულწლოვნების ნაწილი საზღვარს დამოუკიდებლად, უფროსების გარეშე კვეთს, რადგან მშობლები უკრაინაში დარჩნენ საბრძოლველად. ბავშვების უმრავლესობა 14 წლამდე ასაკისაა და განიცდის სტრესს.  

Save the Children-ის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორმა აღნიშნა: „მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ ზომებს შვილების დასაცავად - გზავნიან მათ უკრაინის ფარგლებსგარეთ, ხოლო თავად რჩებიან ადგილზე სახლების დასაცავად.

ოჯახთან ბავშვების განშორება ზრდის ძალადობის, ექსპლოატაციის, ტრეფიკინგის რისკებს. ამ ბავშვებს სჭირდებათ მხარდაჭერა - ისინი წარმოუდგენლად დაუცველები არიან. საჭიროა სწრაფი მოქმედება, რათა  ოჯახებთან გავაერთიანოთ“. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება