სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

ომის ბავშვები - უკრაინაში ჩვილები ბომბსაფრებში იბადებიან 
04-03-2022
-
+


სანამ მიწის ზემოთ ომია, უკრაინელები თავს მეტროს სადგურებში, სარდაფებსა და ბომბსაფრებში აფარებენ. 

მიწისქვეშა თავშესაფრებში ცხოვრება გრძელდება - ბავშვები სროლისა და განგაშის ხმაზე იბადებიან. 

პირველ ღამეს, 25 თებერვალს, კიევის მეტროში, პატარა მია დაიბადა. ის ქვეყანაში ერთ-ერთი პირველია ვინც ქვეყნიერებას ბომბსაფარში მოევლინა. ინფორმაცია ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა და სამოქალაქო აქტივისტმა ანა გოპკომ გავრცელა. 

„მია თავშესაფარში ამ ღამეს სტრესულ გარემოში - კიევის დაბომბვისას დაიბადა. მისი დედა ბედნიერია ამ მძიმე მშობიარობის შემდეგ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანა გოპკომ და საბანში გახვეული ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. 



იმავე დღეს, ხერსონში, სამშობიაროში, რომელშიც თავშესაფარია მოწყობილი, ორი ბიჭუნა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვოქტორ ლიაშკომ გაავრცელა. 

„ორი ახალი სიცოცხლე, რომელთაც გენეტიკურ კოდში უკვე ომი აქვთ. ჩვენ და ისინი არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაპატიებთ“,- თქვა მინისტრმა. 



მეორე დღეს კოლომიაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, სამშობიაროში, პირდაპირ საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს გოგონა დაიბადა. პოზნიაკში კი სარდაფში ტყუპები დაიბადნენ. საბედნიეროდ ჩვილებისა და დედების მდგომარეობა სტაბილურია. 


ფოტოზე ვხედავთ საბავშვო საავადმყოფოს სარდაფს, რომელსაც ბომბსაფრად იყენებენ, კიევი, 28 თებერვალი.

მიწის ზემოთ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მიწის ქვემოთ კი ახალი სიცოცხლე იბადება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი როდესაც მიდის დაბომბვა, მტერს არ აქვს არავითარი შანსი ამ უდაოდ სახალხო ომში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება