სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„izrune.ge ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, წახალისებას და სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“-ნატო დათიაშვილი
22-02-2022
-
+


Izrune.ge- ს მთავარი მისია მოსწავლეებზე ზრუნვა და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა; სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პროექტი მუდმივად ცდილობს, ერთგულ იზრუნელებს საინტერესო პროექტები შესთავაზოს, რათა მათ მიიღონ ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება. განსაკუთრებით საამაყო კი ისაა, რომ კლასის დამრიგებლები ზუსტად გრძნობენ თანამედროვე საგნამანათლებლო მოთხოვნების მაჯისცემას და izrune-ge-ს მხარდამხარ, ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარი მოსწავლეების განვითარებაზე.

პროფესიისადმი თავდადებისა და მოსწავლეებისადმი დიდი სიყვარულის მაგალითია ბათუმის N10 საჯარო სკოლის I კლასის დამრიგებელი ნატო დათიაშვილი, რომელიც izrune.ge-ს კიდევ ერთ გამოწვევას - „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასის“ პროექტში დიდ ენთუზიაზმით ჩაერთო და Etaloni.ge-სთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ყოფნა იმ შრომის დაფასებაა, რისთვისაც იგი ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობს.

ნატო დათიაშვილი, თავისი მოსწავლეებისთვის არამხოლოდ პედაგოგი და დამრიგებელია, არამედ პატარების უფროსი მეგობარი, მხარდამჭერი და წამახალისებელი. მისი ყოველდღიური მუშაობით, ბავშვები სწავლა-განათლებაში დიდი შედეგების მიღების გარდა, ღირსეულ ადამიანებადაც იზრდებიან.

- ქალბატონო ნატო, რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ყოფნა?

- ეს სტატუსი ჩამთვის იმ შრომის აღიარება, წახალისება და დაფასებაა, რაც დამრიგებლობისას გავწიე. ბავშვებისთვის და მშობლებისთვისაც კი ეს არის უდიდესი სტიმული, რათა უფრო მეტი ენთუზიაზმით კიდევ მეტი გავაკეთოთ და გავამართლოთ სტატუსი და კიდევ წინ, მეტი წარმატებისკენ განვაგრძოთ სვლა. 



- როგორ დაიწყო თქვენი და izrune.ge-ს თანამშრომლობა და ურთიერთობა?

- დამრიგებლობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, ასევე ხელოვნების საგანს ვასწავლი და სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში არასოდეს სამეულიდან არ გამოვსულვართ. აქედან გამომდინარე წარმატებისთვის ჩემს მოსწავლეებთან ერთად ყოველთვის თავდაუზოგავად ვშრომობთ. წელს პირველი კლასის დამრიგებელი პირველად გავხდი და izrune.ge-სთან ჩემს პატარებთან ერთად თანამშრომლობა პირველად მომიწია, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვების უმეტესი ნაწილი ტესტების გაკეთებაში სწავლის დაწყებამდე დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთო. მინდა აღვნიშნო, რომ მანამდე უფროსი კლასის დამრიგებელი ვიყავი და მოსწავლეები იზრუნეში აქტიურად მონაწილეობდნენ, მაგრამ პირველკლასელებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მათთვის ეს ყველაფერი არის სიახლე. მახარებს რომ izrune.ge-ს ტესტები დიდი ხალისით მიიღეს.

- როგორ ემზადებით izrune.ge-ს ტესტებისთვის? რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვთ?

- რიტუალი ის გახლავთ, რომ აზრებს ვცვლით - როგორ მოეწონათ ტესტები, რა შედეგები მიიღეს; როდესაც სჭირდებათ მიმართულებასაც ვაძლევ, მაგრამ ძალიან მაღალ ქულებს იღებენ, რაც მახარებს. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ყოჩაღი პატარები მყავს... ალღო, ნამდვილად კარგად აუღეს. რაიმე თუა, ვარკვევთ რათა გამოვასწოროთ და გაურკვეველი არაფერი დარჩეს.



- რას აძლევს მოსწავლეს izrune.ge-ს ტესტები? მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა არ უწევთ?

- izrune.ge ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, განათლებას, წახალისებას და სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ის მოგვწონს, რომ ეს პროექტი მშობელს, მოსწავლესა და მასწავლებელს აერთიანებს. მათ ჩართულობას და ერთობლივ თანამშრომლობას უწყობს ხელს. ახლა, როდესაც ყველაფერმა ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა ამ კუთხით პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. izrune.ge ბავშვებს სწავლასა და განვითარებაში ყოველმხრივ წაადგებათ.

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირებითა და შედეგებით?

-  როდესაც მე მათ ვესაუბრები დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ. უმეტესობა სამსახურებში ძალიან დაკავებულები არიან და მათ კმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევს, რომ ბავშვი დამოუკიდებლად აკეთებს ტესტებს და როდესაც იგი 95%-ს შედეგს იღებს და 1 ან 2 შეკითხვას ვერ პასუხობს, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. 

- ქალბატონო ნატო, რას ფიქრობთ, რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- დამრიგებლის როლი, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოს. სწორედ პირველ საფეხურებზე ხდება ბავშვის ჩამოყალიბება. პედაგოგმა მოსწავლეს, არამხოლოდ საგანი უნდა შეასწავლოს, არამედ ისაა ასევე პასუხისმგებელი ბავშვის სულიერ, პიროვნულ თუ ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაზე - რამდენად განუვითარებს სწავლისადმი პასუხისმგებლობას და სწორ მიმართულებას მისცემს. როდესაც ჩემი პატარები მეუბნებიან ერთი სული გვაქვს შაბათი-კვირა მალე გავიდეს, ისე მოგვენატრეთ და ისე გვენატრება სკოლაო, ამაზე მეტი ბედნიერება მასწავლებლისთვის, დამრიგებლისთვის რა უნდა იყოს? აი, ეს არის უდიდესი შედეგი და დაფასება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება