სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

კიევში რუსულ ენაზე გაკვეთილების ჩატარების გამო ორი მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
19-02-2022
-
+


კიევში სხვადასხვა სკოლის ორ მასწავლებელს გაკვეთილების რუსულ ენაზე ჩატარების გამო სამსახურის დატოვება მოუწია. 

კიევის №303 ლიცეუმის და №152 სპეციალიზებული სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებზე დაიჩივლეს, რომლებიც სასწავლო პროცესს რუსულ ენაზე წარმართავდნენ. შემოწმების შემდეგ პედაგოგებს საყვედური გამოუცხადეს, მოგვიანებით კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

სახელმწიფო ენის დაცვის კომისრის პრესსამსახურის ცნობით, მოსწავლეების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოების საფუძველზე, 2021 წლის დეკემბერში, სახელმწიფო ენის დაცვის კომისარმა აღნიშნული ორი სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. ექსპერტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინულის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ კანონის დარღვევა გამოავლინეს.

რა არის სკოლებში მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი?

კიევის №303 ლიცეუმის გერმანული ენის მასწავლებელმა მოსწავლის შენიშვნის მიუხედავად გაკვეთილის უკრაინულ ენაზე გაგრძელებაზე უარი თქვა. ასევე კიევში, №152 ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების​ სკოლის ისტორიის მასწავლებელი გაკვეთილს რუსულ ენაზე წარუძღვა. 

ცნობილია, რომ გერმანული ენის მასწავლებელს საყვედური გამოუცხადეს, მან დანაშაული აღიარა და გადაწყვიტა სკოლა საკუთარი სურვილით დაეტოვებინა. 

№15 სკოლის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ ისტორიის მასწავლებელს „პედაგოგიური ეთიკის დაცვის საკითხებზე“ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისთვის ასევე საყვედური გამოუცხადეს, შემდეგ კი პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წყარო


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება