| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ვანაძე პასუხობს.
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- არის ადამიანობა, უფროს-უმცროსის პატივისცემა. თავაზიანობა და ზრდილობა. ურთიერთსიყვარული რაც მოსწავლის უმთავრესი და მნიშვნელოვანი ნაწილია.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური მოსწავლე უნდა იყოს სწავლა-განვითარებაზე ორიენტირებული. თავაზიანი და შრომისმოყვარე.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- ვცდილობ დავამყარო და უფრო მეტად განუვითარდეთ თანამშრომლობითი უნარი. სწავლა-სწავლების უნარი რომელიც უკეთ დაეხმარება მოსწავლეს და მასწავლებელს ურთიერთობის უკეთ დაძლევაში. იყვნენ მეგობრულნი.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ვხედავ მეტ მოტივირებულ პედაგოგს, ვხედავ თუ როგორ ერთიანად თანამშრომლობენ და ეხმარებიან ერთმანეთს პრობლემების დაძლევაში - მოსწავლეა ეს თუ მასწავლებელი.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ხშირად მესმის ამ პანდემიისაგან გამოწვეული წუხილი თუ რამდენად საშიშია და რამდენი ადამიანი, ახლობელი, მეგობარი თუ ოჯახის წევრიც კი იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, მაინც შემართებით და გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ საქმიანობას.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- დღევანდელობაში საჭიროა ერთმანეთის გვერდში დგომა დახმარება და სიყვარული რათა გადარჩეს კაცობრიობა.
- იმედი მაქვს, რომ. . .
იმედი მაქვს, მალე და კარგად დასრულდება ეს პანდემია და ისევ ძველებურად ლაღად და ხალისიანად გავაგრძელებთ ამ ცხოვრებას.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა