სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„31 აგვისტოს ჩათვლით კომპიუტერი ყველა მოსწავლეს გადაეცემა“ - სამინისტროს მორიგი განმარტება
28-01-2022
-
+


წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე Etaloni.ge-მ კიდევ ერთხელ დააზუსტა როდის მიიღებენ მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, 31 აგვისტოს ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს კომპიუტერს.

„ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელიც უკვე დასრულდა. ხელშეკრულებაც  გაფორმებულია მოგებულ კომპანიასთან და არის რიგი შემდგომი პროცედურები. როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, მაშინვე, ეტაპობრივად დაიწყება კომპიუტერების დარიგება. ჩვენი ინფორმაციით, კომპიუტერების გადაცემა უნდა დასრულდეს 31-აგვისტომდე “, - განაცხადეს უწყებაში.

ტენდერის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ვინაიდან 2020 წელს წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა ვერ მოხერხდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს მოსწავლეები 2022 წელს უნდა დაჯილდოვდნენ. 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა 4461-ია. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 4 385 ბენეფიციარი იქნება.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება