სიახლეები
სიახლეები

„სტატუსის დანამატის მხრივ კერძო სკოლის მასწავლებელი დაჩაგრულია, არ აქვს დაზღვევა და მგზავრობაზე შეღავათი“
20-01-2022
-
+


კერძო სკოლაში დასაქმებული პედაგოგების პირობები მკვეთრად განსხვავდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პირობებისგან. პანდემიამ კერძო სკოლები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა და ამის შესახებ, სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ელზა ბადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ვიტყვით, რომ ამ საკითხებს ჩვენი საიტიც არაერთხელ გამოეხმაურა:

„კერძო სკოლების პრობლემებზე ვსაუბრობ: თუ რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო მათ მხარდაჭერასა და განვითარებაზე; რატომ არიან არათანაბარ მდგომარეობაში - საჯარო სკოლებთან მიმართებით, იმ დროს, როდესაც ყველა კვლევა ამბობს რომ კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ბევრად მაღალია საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგებზე; რატომ არ უწყობს ხელს განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში არსებულ კერძო სკოლებს, მათი არსებობა ხომ აკავებს ოჯახებს.

საქართველოში სულ 223 კერძო სკოლიდან 114 თბილისში ფუნქციონირებს, დანარჩენი - რეგიონებში, თითქმის 50%. ამ სკოლების 60-70%-ს წელს უწევს მესამე ავტორიზაციის გავლა. თავად პროცესს ყველა გაივლის, რომ არა - ფინანსური პრობლემები! განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის პირობებში. პანდემიამ გამოიწვია შემოსავლების 40-50%-ით შემცირება, მოსწავლეთა გადინება საჯარო სკოლებში, გადასახადის დავალიანების გადროვება...

ამ დროს კი, თუ წინა ავტორიზაციის ღირებულება იყო 5500 ლარი ახლა 10 000-15 000 ლარის ფარგლებშია და ეს გადასახადი ერთიანად უნდა გადაიხადოს სკოლამ. ბევრი სკოლა ვერ გადაიხდის - ესაა პრობლემა! ზუსტად ახლა გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი იხურება. ყველაზე მძიმე მომენტი, კერძო სკოლა ხომ შვილივითაა, დაიბადება, ზრდი, ზრდი... ცოცხალი ორგანიზმია მოსწავლეებით, მასწავლებლებით... ეს ხომ არ არის მაღაზია ან სასტუმრო - დაკეტე-გააღე... ესეც როგორი სტრესულია. სამაგიეროდ, სასტუმროებს და რესტორნებს სახელმწიფო ეხმარება... კერძო სკოლებმა რა დააშავეს? დავუბრუნდეთ ავტორიზაციის პროცესს. ავტორიზაციის საფასური რეგიონებში და სოფლებში უფრო მაღალია, ექსპერტების 3-დღიანი მივლინების ხარჯი ემატება! მოვიყვან მაგალითს: ევროპულ სკოლას თუ ჰყავს 100 მოსწავლე და მისი წლიური გადასახადია 18 000 ლარი, მისი შემოსავალია 1 800 000 ლარი. იგივე 100 მოსწავლე ჰყავს ბოლნისის „დავთიანს“ მისი წლიური გადასახადია 500 ლარი, შემოსავალი 50 000 ლარი და ამ დროს ბოლნისის სკოლას უფრო ძვირი ექნება ავტორიზაციის გადასახადი მივლინების ხარჯით (ეს მაგალითი პირობითია, რადგან ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით დავითვალე, მაგრამ პრინციპს მიხვდებოდით); ამიტომ ვითხოვეთ, გადაეხედათ ავტორიზაციის გადასახადისთვის, მაგრამ ხარისხის განვითარების ცენტრმა აგვიხსნა, რომ მათი მხრიდან ვერაფერს შეცვლიდნენ, რადგან ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა და ავტორიზაციის საფასური წარმოადგენს თვითღირებულებას. დიახ, ვეთანხმებით ცენტრს, მათთან პრეტენზია არ გვაქვს. ერთადერთი ვთხოვეთ, იქნებ შეძლონ და სკოლებს მიეცეს საშუალება, გრაფიკით გაანაწილონ ავტორიზაციის გადასახადი...(ჯერ პასუხი არ გვაქვს).

სამაგიეროდ, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, შეიმუშაოს პოლიტიკა საშუალო და მცირეშემოსავლიანი კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აქვს შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს სურვილი! კიდევ მთავარი პრობლემა - მოსწავლის ვაუჩერი! კერძო სკოლის მოსწავლეს 300 ლარი წელიწადში, საჯარო სკოლის მოსწავლეს - 600-900 ლარი. დამატებით საბაზო დაფინანსება და პროგრამული დაფინანსებები... შემდეგი პრობლემა - სტატუსის დანამატი! საჯარო სკოლის მასწავლებელს - 670/1050/1350; კერძო სკოლის მასწავლებელს - 0. მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირია ყველასთვის, სამაგიეროდ დანამატების მხრივ კერძო სკოლის მასწავლებელი დაჩაგრულია! კიდევ რით ჩაგრავს სახელმწიფო კერძო სკოლის მასწავლებელს? - არ აძლევს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს - ისეთს, როგორიც საჯარო სკოლის მასწავლებელს აქვს. არც თბილისის მერია ჩამორჩა და კერძო სკოლის მასწავლებელს არ აძლევს მგზავრობაზე შეღავათს (უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის,ფოთის და ა.შ, მერიები აძლევენ შეღავათიან ბარათებს)“.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხება - დეტალები

ეკრძალებათ თუ არა მოქმედ მასწავლებლებს რეპეტიტორობა კანონში ცვლილებების გამო - სამინიტროს განმარტება

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

განათლების ყოფილი მინისტრი, ახლახანს, მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს

სტუმრობის მიზანი გახლდათ, მოსწავლეები უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებ

მოსწავლეებმა დრო მხიარულად გაატარეს, მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით და მდიდარი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ შინ

მსგავსი ტიპის აქტივობა უმნიშვნელოვანესია საკუთარი ქვეყნის ისტორიის საფუძვლიანი გააზრებისათვის

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება