სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო

პედაგოგების 75% სამსახურის დატოვებით იმუქრება - ფრანგი მასწავლებლები სამუშაო პირობების გამო გაიფიცნენ
23-01-2022
-
+


საფრანგეთში დაწყებითი კლასების მასწავლებლები სკოლებში COVID-19-თან ბრძოლის პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივად გაიფიცნენ. პედაგოგები გამკაცრებული რეგულაციების პირობებში მუშაობაზე უარს აცხადებენ და სამსახურის დატოვებით იმუქრებიან. 

სამსახურში ქვეყნის პედაგოგების თითქმის 75% არ გავიდა. მომიტინგეები ირწმუნებიან, რომ ქვეყნის მთავრობა ანტიკოვიდური ღონისძიებებით მათ სამუშაო პირობებს ურთულებს. დაწყებითი სკოლების მასწავლებელთა გაერთიანებულ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ განათლების მინისტრი ჟან მიშელ ჟან მიშელ ბლანკერი თავისი გადაწყვეტილებებით საგანმანათლებლო დაწესებულებებს მუშაობაში ხელს უშლის. 

პროტესტმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ მასწავლებლების დაახლოებით 75%-მა სამსახური დატოვოს, ამის გამო კი ქვეყნის დაწყებითი კლასების ნახევარი დაიხუროს. 

მასწავლებლებს გამკაცრებული რეგულაციების პირობებში მუშაობა არ უნდათ

იანვრის დასაწყისიდან მოსწავლეთა ტესტირების წესები და სანიტარული პროტოკოლი არაერთხელ შეიცვალა, ამან სკოლებში ქაოსი და ტესტირების პუნქტებთან რიგები გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, თუ კლასში რომელიღაც მოსწავლე COVID-19-ით არის ინფიცირებული, მაშინ დანარჩენმა ბავშვებმა და მასწავლებლებმა ტესტირება კვირაში სამჯერ უნდა გაიარონ, რათა კლასმა სწავლა დასწრებით რეჟიმში განაგრძოს. 

მასწავლებლებმა განაცხადეს, რომ აღარ უნდათ ასეთ პირობებში მუშაობა. ისინი ითხოვენ მაღალი დაცვის პირბადეებს და CO2 მონიტორებს, საკლასო ოთახებში ჰაერის ვენტილაციის დონის შესამოწმებლად. 

„მოსწავლეებს ნორმალურად სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ, მათი რაოდენობა კლასში გამუდმებით იცვლება, ხოლო სწავლების ჰიბრიდული ფორმის რეალურად განხორციელება შეუძლებელია“, - ნათქვამია პედაგოგების პროფკავშირის განცხადებაში. 

ამჟამად, საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაახლოებით 10 000 კლასია დაკეტილი. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ სკოლები ღია დარჩეს. 

წყარო: The Guardian

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება