სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლებმა „ესქული“ უნდა გადაამოწმონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ხელფასი დაგაკლდეთ
21-01-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვარს დაიწყო და თუ მასწავლებლებს „ესქული“ ჯერ კიდევ არ შეგიმოწმებიათ, უმჯობესია, დროულად გადაამოწმოთ, რათა ხელფასი არ დაგაკლდეთ.

მოგეხსენებათ, სკოლებში ისწავლება საგნები, რომლის ხანგრძლივობაც ერთი სემესტრია. მაგალითად: ხელოვნების ისტორია, კომპიუტერული მეცნიერება, ფოლკლორი, მსოფლიო კულტურა და .შ.  ასეთ შემთხვევაში მასწავლებლებს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საათების რაოდენობა პირველ და მეორე სემესტრში განსხვავებული აქვთ. მაგალითად, თუ პედაგოგი I სემესტრში ასწავლიდა მსგავსი ტიპის საგანს, მეორე სემესტრში ერთი საათით ნაკლები დატვირთვა ექნება.

სკოლის ადმინისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პედაგოგების საგაკვეთილო ცხრილი ყოველი სემესტრის დასაწყისში შეაქვს. მასწავლებლებმა „ესქული“ უნდა გადაამოწმონ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ცხრილში უზუსტობა იქნება, ეს ხელფასზე აისახება. განსაკუთრებული ყურადღება იმ საგნის პედაგოგებს მართებთ, რომლებსაც II სემესტრში საათები დაემატათ, იმ შემთხვევაში, თუ განათლების მართვის საინფორმაციო ბაზაში დამატებული საათები არ გამოჩნდება, მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციას მაშინვე უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება I სემესტრის საათობრივი დატვირთვის მიხედვით დაერიცხება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება