სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შანსია, მოსწავლეებში სწრაფად გავრცელდეს კორონავირუსი - გამოსავალია მასწავლებლების ვაქცინაცია“
14-01-2022
-
+


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ იმატებს იმის შანსი, ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებში სწრაფად გავრცელდეს ვირუსი - გამოსავალი არის მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები.

„სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდ-პანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდამზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება. რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100 პროცენტამდე მივიდეს ეს მაჩვენებელი, სადაც შესაძლებელია, უკეთესი დაცვისთვის ისევ და ისევ ბუსტერ დოზა, წესების ზედმიწევნით, ზუსტად დაცვა და რა მთავარია, თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და დარჩეს სახლში. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გაააქტიურებს საკომუნიკაციო კამპანიას, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა. ნებისმიერი პანდემიის პირობებში, სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუმცა, მკაცრი რეგულირების პირობებში,“- აღნიშნა გაბუნიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება