სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის განკუთვნილი უფასო საგამოცდო ლიტერატურა ფულის შოვნის წყარო გახდა
26-01-2022
-
+


მასწავლებლებისთვის განკუთვნილი უფასო საგამოცდო ლიტერატურა ფულის შოვნის წყარო გახდა. საუბარია წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო მასალებზე, რომლებიც მასწავლებლის სახლმა ინტერნეტში განათავსა.

პედაგოგებისთვის წიგნების კომპიუტერში წაკითხვა არაკომფორტული აღმოჩნდა, კერძო პირებისთვის კი დაუბეჭდავი წიგნებით გამოწვეული დისკომფორტი ბიზნესიდეად იქცა.

სოციალური ქსელის ჯგუფებში ხშირად შეხვდებით განცხადებებს, სადაც აღნიშნულია, რომ იყიდება პროფესიული უნარების საგამოცდო ლიტერატურის ბეჭდვური ვერსია.

ერთი შეხედვით, მასწავლებლებისთვის გაიოლებული საქმე გართულდა, რადგან არ არსებობს წიგნი, სადაც თავმოყრილი იქნება საგამოცდო ლიტერატურა და პედაგოგები ერთი სახელმძღვანელოთი მოემზადებოდნენ. მათთვის, ვინც გამოცდაზე გასვლას აპირებს, ბეჭდვური ვერსიები უფრო მისაღებია. საგამოცდო თეორიული მასალა 5000 გვერდზე მეტია, ლიტერატურის ამობეჭდვისთვის კი მასწავლებლებს რამდენიმე ასეული ლარის გაღება მოუწევთ.

მასწავლებლებს, რომლებსაც ამობეჭდილი წიგნების შეძენა სურთ, კოლეგები დაუპირისპირდნენ. პედაგოგების აზრი ორად გაიყო - ზოგს თანხის გადახდის სანაცვლოდ მოსამზადებელი წიგნების ყიდვა სურს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროფესიული უნარების საგამოცდო პროგრამა ვრცელია და მასწავლებლები, პროტესტის ნიშნად, გამოცდაზე არ უნდა გავიდნენ.

საგამოცდო ლიტერატურა სრულად იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება