სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

17 იანვარს ბაღები გაიხსნება - 5 რეგულაცია, რომელიც ყველას ეხება
12-01-2022
-
+


თბილისის ბაგა-ბაღები მუშაობას 17 იანვრიდან განაახლებენ, როგორც Etaloni.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესის და რეგულაციების მხრივ ცვლილება დაგეგმილი არ არის.

„სააღმზრდელო პროცესი დაიწყება როგორც დაგეგმილი იყო -17 იანვარს, იმ რეგულაციებით, რაც აქამდე გვქონდა“, - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში

იმის პარალელურად, რომ დეკემბერში ბაღებისთვის რეგულაციები ნაწილობრივ შეიცვალა და წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკა, ბაღების შემთხვევაშიც იმოქმედებს, მშობლები დაინტრესდნენ შეეხებოდა თუ არა ცვლილება გაცდენებს.

აქამდე არსებული პრაქტიკით, პანდემიიდან გამომდინარე ბაღში გაცდენა საპატიოდ ითვლება და აღსაზრდელი ბაღიდან აღარ ირიცხება.

„არდასწრების გამო, ბავშვები ბაღიდან არ გაირიცხებიან, მაგრამ ამის შესახებ საქმის კურსში აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია“, - განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.

ხუთი  ძირითადი რეგულაცია, რომლებიც ბაღებმა უნდა დაიცვან:

1. არ დაუშვათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების (შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს დაწესებულების თანამშრომლის მიერ;

2. დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;

3. თერმოსკრინინგისას, ცხელების 37 ან 37-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15 წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

4. დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში მისვლამდე, აღმზრდელს (ან აღნიშნული კომუნიკაციისთვის განსაზღვრულ თანამშრომელს) არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით , რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;

5. უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;  აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება