სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ვიარსებოთ მასწავლებლის ხელფასით?
15-01-2022
-
+


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებელთა ანაზღაურება იმ ნიშნულს უტოლდება, რომ პედაგოგები ფიქრობენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ თვიდან თვემდე. ამ საკითხზე სხვადასხვა რჩევას ერთმანეთს თავად მასწავლებლები უზიარებენ. იმისთვის, რომ მასწავლებლის ხელფასით ცხოვრება შეძლოთ, კარგი იქნება, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ.

შეამცირეთ არასაჭირო ხარჯები

გადახედეთ თქვენს ყოველთვიურ ბიუჯეტს, რომ ნახოთ, რისი შემცირება შეგიძლიათ. შესაძლოა, თქვენ ავტომატურად ისეთ რამეში იხდით თანხას, რაც დღეს აღარ გჭირდებათ. მაგალითად, ადრე დარეგისტრირდით რაიმე პორტალზე, რისი გადასახადიც ბარათიდან გეჭრებათ. თუ შემოთავაზებული სერვისებით რეალურად არ სარგებლობთ, მაშინ ისინი უნდა გააუქმოთ.

მოამზადეთ სახლში

გარეთ ჭამა თქვენს ბიუჯეტსაც ჭამს. თუ თანხის დაზოგვა გინდათ, თქვენი კვება მთელი კვირის ან თუნდაც ერთი თვის განმავლობაში დაგეგმეთ. შეიძინეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი და სახლში მოამზადეთ.

გაიგეთ იმ ფასდაკლებების შესახებ, რომლებიც მასწავლებლებისთვის მოქმედებს

სკოლის მასწავლებლის ერთ-ერთი უპირატესობა არის მასწავლებლის ფასდაკლება. სხვადასხვა დაწესებულებაში იკითხეთ, თუ რა ფასდაკლება გეკუთნით და გამოიყენეთ იგი.

იყიდეთ კარგი მანქანა და წლების განმავლობაში გამოიყენეთ

თუ თანხის დაზოგვა გინდათ, სჯობს, ერთხელ იყიდოთ კარგი მანქანა და იგი წლების განმავლობაში მოგემსახურებათ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ნაკლები ფასის გადახდა ჯობს, თუმცა ეს ასე არ არის. ის თანხა, რაც მანქანის შეკეთებისთვის უნდა გამოგეყენებინათ, შეგიძლიათ დაზოგოთ ან ინვესტიცია განახორციელოთ.

იმუშავეთ იმ რაიონსა თუ რეგიონში, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია

ცხოვრობთ დიდ ქალაქში ან რაიონში, სადაც რამდენიმე სასკოლო უბანია? თუ ასეა, შეეცადეთ იმუშაოთ იქ, სადაც უფრო მიმზიდველი სახელფასო გრაფიკია.

თუ მეზობელ რეგიონებში უკეთესი ხელფასის მიღების შანსია, მაშინ იქ გადადით და განახორციელეთ ის აქტივობები, რაც ანაზღაურების გასაზრდელად დაგეხმარებათ.

ნივთები იმპულსურად აღარ იყიდოთ

თუ იმპულსური მყიდველი ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ თანხას ძალიან მალე ხარჯავთ. გირჩევთ, სანამ ძვირადღირებულ ნივთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდეთ ის ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. გადაწყვეტილება 24-დან 48 საათის შუალედში მიიღეთ. ამ დროში დარწმუნდებით, გესაჭიროებათ თუ არა ის კონკრეტული ნივთი.

იმოგზაურეთ ფასდაკლებით

მოგზაურობა ზოგჯერ ძალიან ძვირი ჯდება, მით უფრო, თუ არდადეგების სეზონია. ამიტომაც, იმოგზაურეთ მაშინ, როდესაც სხვები მუშაობენ და ამ დროს, ფასებიც ხელმისაწვდომია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
მეექვსე და მერვე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ-შემეცნებით ვიქტორინაში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება