| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლობა რთული პროფესიაა. კარგი პედაგოგი რომ იყოთ, მხოლოდ განათლება არაა საკმარისი, საჭიროა, შეგეძლოთ ბავშვების უპირობო სიყვარული, მზად უნდა იყოთ სიახლეებისთვის, ასევე აუცილებელია, გქონდეთ სამართლიანობისა და ობიექტურობის უნარი, იყოთ კრეატიული, შეგეძლოთ ანალიტიკური აზროვნება. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარია, იყოთ მასწავლებელი - მრავალფეროვანი ნიჭითა და უნარებით.
ხშირად გვსმენია, მასწავლებლადაა დაბადებულიო, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც ბავშვებს ხიბლავს. ასეთ მასწავლებლებს მოსწავლეები არასდროს ივიწყებენ და წლების შემდეგ არა მხოლოდ მისი ნასწავლი საგანი ამახსოვრდებათ კარგად, არამედ თითოეული სიტყვა, მოქმედება და საუბარი.
იყო ერთდროულად მასწავლებელიც და მეგობარიც, მკაცრიც და ლოიალურიც, მხიარულიც და სერიოზულიც, ყველას არ შეუძლია. გაიცანით ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც მასწავლებლებად დაიბადნენ:
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ზოდიაქოს წარმატების და იღბლის მომტანი პლანეტა იუპიტერი მფარველობს. ადამიანები, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, უსაზღვრო ოპტიმიზმითა და პოზიტიური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. მათ ძალიან უყვართ ბავშვები. მშვილდოსნებს მრავალფეროვანი ინტერესები აქვთ და არასდროს ტკეპნიან ერთ ადგილს. მათ არასდროს ბეზრდებათ სწავლა. ისინი სწავლობენ ყველგან და ყველასგან, აგროვებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და საინტერესო მოსაუბრეები არიან. ბავშვებს მათთან ურთიერთობა სიამოვნებთ, ენდობიან და საუკეთესო მეგობრად თვლიან.
კირჩხიბი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები განსაკუთრებულად მზრუნველები და მეოჯახეები არიან, შესაბამისად, კლასშიც ოჯახურ გარემოს ქმნიან. ბავშვებისადმი მათი სიყვარული იმდენად დიდია, რომ მოსწავლეები მათთან თავს კომფორტულად გრძნობენ. კირჩხიბები ემოციურები არიან, ამიტომ გულთან ახლოს მიაქვთ თითოეული ადამიანის მდგომარეობა და თანაგრძნობის ნიჭით გამოირჩევიან. მათ არ ეშინიათ სირთულეების და თავიანთ საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ასრულებენ.
ტყუპები
ინტელექტუალური ნიშანია. მათი მფარველი პლანეტა - მერკური ამ ნიშანის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს კომუნიკაბელურობას, მოხერხებულობასა და სხარტ აზროვნებას ანიჭებს. ისინი მუდმივად ახალგაზრდები არიან და მთელს ცხოვრებას სიახლეების ძიებაში, სწავლასა და ინფორმაციის დაგროვებაში ატარებენ. კითხულობენ ბევრს, აინტერესებთ თითქმის ყველაფერი და აქვთ საკუთარი მკაფიო შეხედულებები. ანალიტიკური აზროვნება და ორატორული ნიჭი მათი ძლიერი მხარეა, მსუბუქი ხასიათის წყალობით კი დიდთან დიდები არიან, პატარასთან - პატარები. ტყუპის ნიშნით დაბადებულ მასწავლებელს კარგად გამოსდის ცოდნის გაზიარება, ბავშვების დაინტერესება, მოტივირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტყუპების დაუშრეტელი ენერგია და სწავლის სურვილი სხვებისთვის შთაგონების წყარო ხდება. ისინი ტვინით ხიბლავენ დიდსა თუ პატარას და ბავშვებისთვის მისაბაძები არიან.
ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისება, თუ ამ სამეულში არ ხართ, არ ნიშნავს, რომ ცუდი მასწავლებელი ხართ, პირიქით, შესაძლოა, მასწავლებლობის გარდა ლიდერული თვისებების წყალობით დირექტორობა უფრო შეგეფერებოდეთ. მაგალითად, იდეალური ხელმძღვანელები არიან თხის რქის, ლომისა და კუროს ნიშნით დაბადებულები.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას