სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეები
02-01-2022
-
+


მსოფლიო შობა-ახალი წლის შესახვედრად ემზადება. ქალაქის ქუჩები სადღესასწაულოდ მოირთო, ცენტრალური მოედნები კი ახალი წლის მთავარმა სიმბოლომ - ნაძვის ხემ დაიკავა.

etaloni.ge გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავი ნაძვის ხეების ფოტოებს მთელი მსოფლიოდან. 

ლისაბონი, პორტუგალია 

ლისაბონის ნაძვის ხე ევროპაში ყველაზე მაღალია. ის გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილს იკავებს. ხელოვნური ნაძვის ხე ეკოლოგიურია და და წლიდან-წლამდე გამოიყენება. 76-მეტრიან ინსტალაციას შუქდიოდები ამშვენებენ. მისი დანახვა შორი მანძილიდან, მათ შორის ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილებიდან, არის შესაძლებელი. რამდენიმე წლის წინ ბუქარესტი ცდილობდა ლისაბონთან კონკურენციას და უფრო მაღალი ნაძვის ხის შექმნას, მაგრამ არ გამოვიდა. 



ასე გამოიყურება ნაძვის ხე შიგნიდან. ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ტურისტებს უყვართ ინსტალაციის შიგნით ფოტოების გადაღება. საახალწლო ხე პორტუგალიის დედაქალაქში 2021 წლის 1 დეკემბრს დაიდგა 2022 წლის 6 იანვრამდე დარჩება.



ვილნიუსი, ლიეტუვა

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე ძველი ვილნიუსის გულში - საკათედრო ტაძრის მოედანზე დგას. 27-მეტრიან ინსტალაციას ფიფქის 96 გიგანტური ასლი, 3000 ხელოვნური ტოტი, 200 მ2 სარკე, 900 მეტრი გირლანდა და 2000 მეტრი სიმებიანი ნათება ამშვენებს. 

ნაძვის ხის დიზაინერის, დომინიკას კონცევიჩიუსის თქმით, ხე შემკულია ნამდვილი ფიფქების ზუსტი რეპროდუქციებით, რომლებიც გიგანტურ ატმოსფერულ სკულპტურებს წარმოადგენენ. 

ნაძვის ხე ლიეტუველებსა და ტურისტებს 2021 წლის 27 ნოემბრიდან 2022 წლის 2 იანვრამდე გაახარებს.




ბერლინი, გერმანია 

გერმანელებმა ზეიმი ჯერ კიდევ 22 ნოემბერს დაიწყეს. ამ ზამთარს ბერლინში მთავრობა რამდენიმე საშობაო ბაზრობის გამართვას გეგმავს. საშობაო ნაძვის ხეები დადგეს ისეთ საკულტო ადგილებში, როგორიცაა რაიხსტაგი და ბრანდენბურგის კარიბჭე. 



მიუნხენი, გერმანია

მიუნხენის ცნობილ მარიენპლაცზე უზარმაზარი ნაძვის ხე იწონებს თავს, მაგრამ საშობაო ბაზრობის გარეშე. ხის სიმაღლე 27 მეტრია, ქვედა ნაწილის დიამეტრი კი 58 სანტიმეტრს შეადგენს. საშობაო დღეებში ნაძვის ხეს 3000 ნათურა ანათებს. 

მიუნხენი გერმანიაში პირველი მსხვილი ქალაქია, რომელმაც გააუქმა საშობაო ბაზრობა. ბაზრობა ჩვეულებრივ დაახლოებით სამ მილიონ სტუმარს აგროვებს. მიუნხენის მერმა გადაწყვეტილებას ქალაქის მცხოვრებლებისა და კიოსკის მფლობელებისთვის  „მწარე ამბავი“ უწოდა, და დასძინა, რომ ბაზრობის გამართვა უპასუხისმგებლობა იქნება.



სტრასბურგი, საფრანგეთი 

სტრასბურგის ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ტრადიციულად, წლევანდელი ნაძვის ხე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ლამაზია. 



პრაღა, ჩეხეთი



არანაკლებ შთამბეჭდავია პრაღის ნაძვის ხეც.  

რომი, იტალია



ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე კოლიზეუმის წინ დგას. 

ნიუ-იორკი, აშშ

მანჰეტენზე Rockefeller Plaza  - ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ოფისი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო ნაძვის ხის დადგმის ადგილია. 

1933 წლიდან აქ ყოველწლიურად ოფიციალურ ცერემონიალზე 45 000 ნათურა ინთება, რომელსაც თან ცოცხალი კონცერტი ახლავს. წელსაც ნიუ-იორკის მთავარი ხე 1 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. 



სიდნეი, ავსტრალია



ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის მცხოვრებლები წელსაც შთამბეჭდავი ნაძვის ხით ტკბებიან.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდაზე მიქანაძე კითხვას არ პასუხობს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

ღონისძიებაზე ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ უპასუხა მოსწავლეებისა და მშობლების შეკითხვებს
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება