სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მივცეთ ბავშვებს „ჯიბის ფული“ - 5 რჩევა მშობლებს
19-02-2018
-
+


ბავშვების უმრავლესობა მშობლებისგან ფულს პირველად 7-8 წლის ასაკში იღებს, როდესაც ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და გზისა თუ კვების ფულს დამოუკიდებლად განკარგავენ.
ფსიქოლოგთა თქმით, ამ დროს მშობლები რიგ შეცდომებს უშვებენ.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიღებული ფულის ფასი და მისი სწორი ხარჯვა? - 5 რჩევა მშობლებს

1. გაცნობიერებულად მიეცით ფული


მისცე ცოტაოდენი ფული მკაცრად გასაზღვრული მიზნით ( მაგ: იყიდე ბულკი შესვენებისას), ისევე საზიანოა, როგორც ბავშვისთვის დიდი ოდენობის ფულის მინდობა. ორივე შემთხვევაში, ბავშვს, ფაქტობრივად, არ რჩება გზა, თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და საერთოდ არ უჩნდება მოტივაცია, თავად გაანაწილოს თანხა პრიორიტეტების მიხედვით.

„ჯიბის ფულის“ მთვარი არსი კი სწორედ ბავშვისთვის თანხის სწორად განაწილება - განკარგვის სწავლებაში მდგომარეობს. და სანამ თქვენი პატარა ამ თვისებებს გაითავისებს ჰკითხეთ და ერთად განსაზღვრეთ რამდენი თანხა სჭირდება ხვალისთვის და რაში.

2. კვირაში ან თვეში ერთხელ მიეცით „ჯიბის ფული“

ბიუჯეტის სწორად განაწილების სწავლების ერთერთი საუკეთესო გზა ბავშვისთვია არა ყოველდღიურად თანხის მიცემა, არამედ კვირაში ან თვეში ერთხელს სახარჯი ფულის მიცემაა. რა თქმა უნდა, ამ პუნქტზე გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როდესაც შვილთან ერთად ზუსტად განსაზღვრავთ აუცილებელ და დამატებით ხარჯებს, მის ოდენობას. „ჯიბის ფული“ ყოველთვის ზუსტად განსაზღვრული პერიოდულობით მიეცით, არც ადრე, არც გვიან. თუ ბავშვს ფულს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოდენობით მისცემთ, დააბნევთ მას.

3. ფულის ღირებულების დემონსტრირება

ბავშვის ზრდასთან ერთად აუცილებელია მასში იმ აზრის გაღვივება, რომ ფულს გამომუშავება სჭირდება და მისი ქონა - არ ქონა თავად მოზარდსა და მის მონდომებაზე, შრომაზეა  დამოკიდებული. მშობლებო, დაიხმარეთ შვილები საშინაო საქმეებში, მოძებნეთ მათთან ასაკის შესაბამისი მიდგომები და ამ გზით, მიეცით საშუალება თავად გამოიმუშაონ „ჯიბის ფული“.

4. პირადი მაგალითის ჩვენება

მშობლის მაგალითი ერთერთი საუკეთესო გზაა ბავშვისთვის ფინანსების განკარგვის სასწავლებლად. ის გაკვირდებათ როგორ მუშაობთ, იხდით კომუნალურებს, ყიდულობთ პროდუქტს და აკეთებთ დანაზოგს საზაფხულო დასვენებისთვის. უპასუხეთ მათ დასმულ კითხვებს და აუხსენით რატომ იქცევით ასე. საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ ფინანსების სწორი ხარჯვა.

5. მიაჩვიეთ ქველმოქმედებას

ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ სხვას დაეხმარონ. არადა აქვთ საკუთარი ფული, რომელსაც სურვილისამებრ განკარგავენ. მშობლის მოვალეობა, ისევ და ისევ, ბავშვისთვის სწორი გზის ჩვენებაა. ქველმოქმედება მოზარდს სოციალურ პასუხისმგებლობას უყალიბებს, კიდევ ერთ პრიორიტეტს უჩენს ფინანსების განკარგვისას და ზოგადად, ზრდის მას, როგორც პიროვნებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება