სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

6 ფილმი, რომელთაც საახალწლოდ ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ
02-01-2022
-
+


ახალი წელი სურვილების ასრულებასთან, სადღესასწაულო განწყობასა და ახალ იმედებთანაა დაკავშირებული. ამ პერიოდს ადამიანები განსაკუთრებულად ელიან. 
მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობა ბავშვებსაც შევუქმნათ და სასწაულების რწმენა ჩავუნერგოთ. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა საშობაო ფილმებია. მათში აღწერილი ისტორიები ხშირად პატარების შთაგონების წყარო ხდება. თანაც, ბავშვებისთვის სადღესასწაულო დღეებში მშობლებთან ერთად გატარებული დრო ძალიან ბევრს ნიშნავს. 
ამიტომაც Etaloni.ge გირჩევთ იმ 6 ფილმს, რომელთაც ახალი წლის პერიოდში ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ.

„როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“

როდესაც საქმე საახალწლო ფილმებს ეხება, შეუძლებელია გრინჩი არ გაგახსენდეთ. ეს უცნაური მწვანე არსება ყველა მაყურებლის, მათ შორის პატარების, სიყვარულს იმსახურებს. 




„გაყინული“

„დისნეის“ ეს ანიმაცია ყველსათვის ცნობილი „თოლის დედოფლის“ მოტივებზეა შექმნილი. „გაყინული“ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი მულტფილმია. 




„ელფი“

პატარებს ფილმები სანტას დამხმარეებზე განსაკუთრებულად უყვართ. სწორედ ასეთია ეს ფილმიც. მასში იმ ადამიანის შესახებაა მოთხრობილი, რომელიც ელფებმა იშვილეს და გაზარდეს. ის მათსავით იქცევა, თუმცა საბოლოოდ ელფად ქცევაში ხელს სიმაღლე უშლის.





„ანჟელას შობა“ 

„ანჟელას შობა“ სითბოთი სავსე საშობაო ფილმია, რომლის ყურებისასაც თქვენი შვილები სიკეთის ძალას შეიგრძნობენ. ფილმში გულისამაჩუყებელი ისტორიაა მოთხრობილი.
 



„ბიჭი სახელად შობა“


ფილმი ახალგაზრდა ნიკოლასის თავგადასავლების შესახებაა, რომელიც შობის გმირი გახდება. ნიკოლასი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მამის გაუჩინარების შემდეგ მის გადასარჩენად, ჩრდილო პოლუსზე წავა, სადაც ჯადოსნური სამყაროს აღმოაჩენის შემდეგ, ელფების სოფელში შობის სულს დააბრუნებს.
 




„მარტო სახლში“

შეუძლებელია, ახალ წელს „მარტო სახლშის“ ერთ ეპიზოდს მაინც არ უყუროთ. ფაქტობრივად, ამ კომედიური ჟანრის ფილმისა და კევინ მაკალისტერის გარეშე ახალი წელი არ დგება.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება