სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემიას“ და აბაშას, ფოთსა და ზუგდიდს შორის მომავალი თანამშრომლობა დაიგეგმა
08-12-2021
-
+


„პირველკლასელთა აკადემია“ - წიგნი+რვეული, რომელიც პატარებს სკოლისთვის ამზადებს და რომელიც გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა, ამჯერად აბაშაას, ფოთს და ზუგდიდს ეწვია. 

სახელმძღვანელო მშობლებსა და ბავშვებს ეხმარება, ერთად მოემზადონ იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია. „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები ამაყად შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ზუსტად აცნობიერებენ სახელმძღვანელოს საჭიროებას.

საქმე ის გახლავთ, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“ გამოცემისთანავე დაიპყრო პატარა მკითხველის გული. ეს არც არის გასაკვირი - გოჩა ტყეშელაშვილი და „ეტალონის“ ყველა პროექტი ხომ მუდმივად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. 
აბაშის მერთან - გიგა გაბელაიასთან, ზუგდიდის მერთან - მამუკა წოწერიასთან, ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან და მის მოადგილესთან - მამუკა პაპასკირთან შეხვედრა „პირველკლასელთა აკადემიის“ ერთგვარი პრეზენტაცია გახლდათ და სამომავლო თანამშრომლობასაც ჩაეყარა საფუძველი. 

რაც მთავარია, მხარეებმა ზუსტად იციან, რომ წარმატებული სახელმწიფოს შენების გზა, სწორედ განათლებულ მომავალ თაობებზე გადის და ამ საქმეში არაფორმალური განათლების პროექტების წვლილიც უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი

„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“

4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია

2027 წლის კალენდარი - მნიშვნელოვანი თარიღები და უქმე დღეები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საბუეს საჯარო სკოლა ულოცავს მონაწილეებს წარმატებულ ჩართულობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით

მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები, ისაუბრეს მათთვის საინტერესო პროფესიებზე და წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები
 

პირველკლასელებმა - ანანო ფირცხელანმა და კატო გირგვლიანმა დედაენის შემქმნელის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს

პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება