სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაციები სამეგრელოში გაიმართა
07-12-2021
-
+


მომავალ თაობებსა და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი, უფროსების, უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. დღეს ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პანდემიური რეალობიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება - ამას უნდა გრძნობდნენ ყველგან და ყოველთვის; „პირველკლასელთა აკადემია“ კი კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და ის საძირკველია, რომლის ჩაშენებაც თითოეული მოზარდის განათლებაში აუცილებელია. 

როდესაც პირველკლასელი პირველად შედის ცოდნის ტაძარში, მნიშვნელოვანია ცხოვრების ამ ეტაპს, უკვე მომზადებული შეხვდეს - გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნი + რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ კი წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში ამაყად შეუძღვება.
აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“, ამჯერად სამეგრელოს რეგიონში გაეცნენ. „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელი და სახელმძღვანელოს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ხობის მერს დავით ბუკიას, მარტვილის მერს - თორნიკე ჯანაშიას, წალენჯიხის მერს - გიორგი ხარჩილავასა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ბადრი საჯაიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები გაეცნენ „პირველკლასელთა აკადემიას“ და თავის მხრივ, დაინტერესებაც გამოთქვეს. მყარი თანამშრომლობის, მჭიდრო სამომავლო ურთიერთობისა და ჭეშმარიტი მეგობრობის საფუძველი უკვე არსებობს, „პირველკლასელთა აკადემია“ კი  ღირსეულად შეასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას - სასკოლო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო თავგადასავლებისთვის სათანადოდ მოამზადებს პატარებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება