| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, არაერთი განცხადება თუ განმარტება გააკეთა, თუმცა რამდენიმე ფრაზა კონკრეტულად იმ პედაგოგების მისამართით იყო ნათქვამი, რომლებმაც ზაფხულში გამოცდაზე კომპეტენცია ვერ დადასტურეს და ამ პრაქტიკოსებს იანვრიდან სამუშაო ადგილების დატოვება მოუწევთ.
„პედაგოგი, რომელიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ვერ დაადასტურებს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს“... „საკლასო ოთახში შევა ის მასწავლებელი, რომელიც ამას იმსახურებს“... „პრაქტიკოსებს იანვრიდან სკოლის დატოვება მოუწევთ“... მინისტრის მესიჯები საკმაოდ მკაფიო იყო, რაც პრაქტიკოსების დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან მათ კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ იანვრიდან სახელმწიფო სკოლაში დარჩენის მორიგ შანსს მისცემდა.
ამას დღეს, მოჰყვა მასწავლებლების აქცია პარლამენტთან, რომლებმაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს. მანამდე კი პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებენ:
„ეს გამოიწვია განათლების მინისტრის დანაშაულებრივმა, ამორალურმა, უკანონო და არაპროფესიონალურმა განცხადებამ, მაგრამ მინდა ერთი შეკითხვა დავსვა - სიახლე იყო? ეს ხომ ისედაც ვიცოდით. ვერ შედგა კომუნიკაცია მინისტრთან. მაგრამ მიხეილ ჩხენკელი ამ ყველაფრის თქმას ვერ გაბედავდა, ჩვენი ბრძოლა 70 კაცით რომ არ შემოფარგლულიყო, მაგრამ ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რაღაც შეიცვლებოდა. ამიტომ უნდა გამოხვიდეთ ყველა და არა მხოლოდ გათავისუფლების საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანები, რადგან პათოსი, რომელიც მინისტრს ჰქონდა, მიმართულია პედაგოგების სამტროდ; მინისტრმა განათლება დააქცია და ის უნდა წავიდეს“ - აღნიშნა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას