სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაციას ამჯერად საგარეჯომ უმასპინძლა
30-11-2021
-
+


სკოლაში პირველი ნაბიჯები, პირველი სიხარული, პირველი განცდა... ეს გრძნობათა მცირე ჩამონათვალია, რაც სწავლის დაწყების დღეს პირველკლასელთა გულებში ტრიალებს. სწორედ ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა პატარა, სანამ ცოდნის ტაძარში შეაბიჯებს, ისე მოემზაოს, რომ სასკოლო ცხოვრებას ღირსეულად შეხვდეს. ამ მიზანს ემსახურება „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც ამჯერად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერებსა თუ აღმზრდელებს თავად ავტორმა წარუდგინა.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის წიგნი საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა.



საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ელზა გილაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სახელმძღვანელო სკოლისთვის მოსამზადებელი ძალიან კარგი საშუალებაა:

„უკვე გავეცანი ამ ფრიად საინტერესო სახელმძღვანელოს, რომელიც ბატონმა გოჩამ საკუთარი ავტორობით შემოგვთავაზა და ასე ვთქვათ, სამაგიდო წიგნად მექცევა, ნამდვილად ამართლებს სახელწოდებას და ვფიქრობ, ძალიან გამოადგებათ არა მარტო აღმზრდელებსა და მასწავლებლებს, არამედ ოჯახებსა და მშობლებსაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად დაინერგება ის ინოვაციები, რასაც წიგნი-რვეული გვთავაზობს. თამამად შემიძლია ვთქვა - სასკოლო მზაობისთვის მისი გამოყენება აუცილებელიც კია, რადგან არ ვართ ქართველი ავტორებისგან მსაგავსი დატვირთვის მქონე სახელმძღვანელოებით განებივრებული და ბატონი გოჩა ამ საკითხშიც პირველი აღმოჩნდა“.

„პირველკლასელთა აკადემია“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმაც შეაფასა. მისი თქმით, გულდასმით გაეცნო სახელმძღვანელოს შინაარსს და ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს:

„ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა თავად წარმოგვიდგინა ეს ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო, მე უკვე მოვასწარი, გავეცანი დაწვრილებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მრავალფეროვანი და შინაარსობრივად გამორჩეულია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება ბავშვებს. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები პრაქტიკაში გაითვალისიწინებენ ავტორის მოსაზრებებს. მე უკვე კომუნიკაცია მქონდა მათთან და ვიცი, რომ ძალიან დაინტერესდნენ. ეს მისასალმებელია, მუნიციპალიტეტის მერია აუცილებლად მხარს დაუჭერს ყველა მსგავს წამოწყებას, რაც ჩვენი მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია“.

არჩილ ჯაბადარმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელია, აღნიშნა, რომ ყოველთვის უჭერს მხარს წამოწყებებს, რომელიც ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია და ასეთია „პირველკლასელთა აკადემიაც“,  სახელმძღვანელო, რომლის შექმნითაც ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა უზარმაზარი სამუშაო გასწია:

„მიმაჩნია, რომ არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო შეადგინა გოჩა ტყეშელაშვილმა, ის ყველა მომავალი პირველკლასელის ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში, ის დაეხმარება არამარტო მშობლებს და მასწავლებლებს, ბავშვებსაც გაუადვილებს სირთულეებს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნებათ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ბატონმა გოჩამ თავად წარგვიდგინა თავისი დიდი ხნის ნაფიქრი და ნაშრომი - ეს სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მომავალ პირველკლასელს დაეხმარება მომზადებულმა, მყარი ცოდნით შეაბიჯოს სკოლაში.დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც კიდევ მოგვეცემა საშუალება, „პირველკლასელთა აკადემია“ ჩვენი შვილების განვითარებისა და განათლების აქტიურად გამოვიყენოთ და ამისთვის მადლობას ვუხდი ავტორს. გისურვებთ წარმატებებს და მუნიციპალიტეტი ყოველთვის ეცდება გვერდით დაუდგეს ასეთ წამოწყებებს“.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება