სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

აუცრელებს ავტობუსებში, საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ შეუშვებენ - კენია რეგულაციებს ამკაცრებს
24-11-2021
-
+


კენიელებს აეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და სამთავრობო შენობებში არსებული მომსახურებებით სარგებლობა 21 დეკემბრიდან, თუ ისინი სრულად არ იქნებიან აცრილები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აკრძალვა შეეხება ავტობუსებს, ტაქსებს, მატარებლებსა და შიდა ფრენებს. ასევე, ადამიანები ვერ შეძლებენ საავადმყოფოებსა და ციხეებში ვიზიტს, სამთავრობო დაწესებულებებისა და სერვისების განათლების, იმიგრაციისა და საგადასახადო მიზნებისთვის გამოყენებას.

ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად კენიაში მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია აცრილი და გამოყოფილი 10.7 მილიონი დოზიდან მხოლოდ 6.4 მილიონი დოზა არის გამოყენებული. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. საშუალოდ ყოველ დღე 59 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მთავრობის მიზანია დეკემბრის დასასრულისთვის 10 მილიონი ადამიანი სრულად იყოს ვაქცინირებული, რაც მთელი მოსახლეობის 20%-ია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება