სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამქრალი შემაჯამებლები და შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში - როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი ასეთ დროს? 
22-11-2021
-
+


მასწავლებლებს ახალი საფიქრალი გაუჩნდათ - არ წაიშალოს ჩაწერილი ნიშნები ელექტრონულ ჟურნალში. უკვე ბევრი პედაგოგი გამოთქვამს უკმაყოფილებას შემაჯამებლებში წაშლილი ქულების გამო.

უმეტეს შემთხვევებში, ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების გაქრობას დისტანციურიდან დასწრებით სწავლებაზე გადასვლა წარმოადგენს, ან - პირიქით.სწავლების ტიპის ცვლილებასთან ერთად,სკოლის ადმინისტრაციები ცხრილებს ცვლიან, ასეთ დროს კი ხშირია დაწერილი შეფასებებისა და დასწრებების წაშლის ფაქტი.

თუ სურვილი გაქვს, გაარკვიოთ, რამ გამოიწვია შეფასებების წაშლა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ტექნიკურ ჯგუფს უნდა მიაწოდოთ შემდეგი მონაცემები: სკოლის დასახელება (სადაც მუშაობთ), ელექტრონული ფოსტა (რომლითაც ჟურნალში შედიხართ), სახელი/გვარი, კლასის დასახელება (მაგ.: 5ბ, 3ა, 6გ და ა.შ), საგანი და კონკრეტული პერიოდი, რომელის მონაცემებიც წაიშალა.

ჩაწერილი შეფასებებისა და დასწრებების გაქრობის შემდეგ წაშლილის აღდგენა არ ხდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, შეგიძლით მოთხოვნის ფუნქციით ისარგებლოთ და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ახლიდან შეიტანოთ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება