სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„პანდემიის პირობებში მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ მზის სხივივითაა“ - ხობში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
19-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიეტალონიდისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს, მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 17 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხობელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხობელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. სიგელები მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში დიდი სიამაყით გააზიარეს და მილოცვებიც მიიღეს.

ხობის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს:

 ნათია წიქარიშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს იღებს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას, მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან, როდის ჩატარდება, რადგან ეს აძლევთ საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას. ყველა ამაყობს მიღწეული შედეგებით და ერთგვარი სახელია, როცა მოსწავლე „ეტალონში“ მონაწილეობს. ჩვენი სოფლის სკოლაა და მართალია ყველა ბავშვს არ მიუწვდება ინტერნეტზე ხელი, თუმცა ბავშვებმა ამის მიუხედავად მაინც გამოიჩინეს ინიციატივა და ჩაერთნენ სიხარულით.“

 ნინო ჭილაია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„მოსწავლეები კმაყოფილები არიან, სიხარულით ჩაერთნენ. ძალიან შემეცნებითი იყო, კითხვები დატვირთული იყო პროგრამული მასალით. ბავშვები ცდილობენ გაიღრმავონ ცოდნა, მეტი იშრომონ და იმუშაონ საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში, „ეტალონი“ მზის სხივივითაა მათთვის, როცა არაფერი არ ხდება და სწავლაც ფერხდება ონლაინ სწავლების გამო. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შემდეგ ეტაპებზე“.

ცისანა რატია, ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა:

„ჩვენი სკოლიდან 8 მოსწავლემ მოახერხა მეორე ტურში გადასვლა, იმის მიუხედავად, რომ დისტანციურად ჩატარდა „ეტალონი“, ბავშვებმა ძალიან კარგად მოახერხეს ჩართვაც და  პასუხების გაცემაც. ყველა ვიმყოფებით უკვე ორი წელია პანდემიის პირობებში და ეს მოქმედებს რა თქმა უნდა ბავშვებზეც, ამ ფონზე როდესაც არის თავის გამოჩენის, ცოდნის გაღრმავების საშუალება „ეტალონის“ სახით, მისასალმებელია. ჩვენ ყველანაირად დავუდგებით გვერდით ამ პროექტს შემდეგ წლებშიც, იმიტომ რომ ნამდვილად ფასდაუდებელ  სამსახურს უწევს მოსწავლეებსა და ახალგაზრდობას.“

გრიგორ იობაძე, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე პროექტია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გაიფართოვონ ცოდნა, ხელს უწყობს არაფორმალური განათლების  მიმართ დაინტერესებას, ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას. როდესაც ერთი მოსწავლე აიღებს სიგელს და მთელი სკოლა ამაყობს მისით, შემდეგ მეორე მოსწავლესაც უჩნდება სურვილი, იგივე წარმატებას მანაც მიაღწიოს“.

სულიკო ტაბატაძე, სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„მინდა მადლობა გადავუხადო  „ეტალონს“, მის ავტორს და მთელს გუნდს, ვინც ასეთ შესაძლებობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, ბავშვები ყოველ წელს ელოდებიან „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს, ემზადებიან განსაკუთრებულად, მართალია პანდემიააა, მაგრამ ამას მოსწავლეების მოტივაციისთვის ხელი არ შეუშლია. „ეტალონში“ მონაწილეობით ბავშვები სერიოზულ გამოცდილებას იღებენ, ინტერესდებიან, რომ უფრო მეტი ისწავლონ, რომ მომდევნო წელს შედეგები კიდე უფრო გაიუმჯობესონ.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება