სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბაღდათელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბაღდათელი მოსწავლეებისთვის გრძელდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

კონკურსი სრულად დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით (ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, კომპიუტერი) შეუძლია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ტესტირების სპეციალური პორტალი ტესტის გავლისათვის ხელმისაწვდომი 24 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბაღდათელი მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მოგვწეროთ Facebook-ზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45

გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება