სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წვდომა შეზღუდულია - რას ნახულობს დირექცია და რას ვერ ნახულობს მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალში
26-10-2021
-
+


მოსწავლისთვის წერილობითი დავალების მიცემა აუცილებელია. დღესდღეობით სკოლების ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, მოსწავლეების ნაწილი კი გაკვეთილებს სკოლაში ესწრება. როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი, როდესაც სასწავლო წლის განმავლობაში ხან დასწრებულადაა სწავლება, ხან - დისტანციურად? სავალდებულოა თუ არა დავალებების ელექტრონულ ჟურნალში ასახვა და შეუძლია თუ არა მშობელს დავალების ნახვა?

თუ სკოლა სწავლის ონლაინ რეჟიმზეა გადასული, პედაგოგმა დავალება შეიძლება ასახოს, როგორც ელექტრონულ ჟურნალში, ისე MS Teams-ში, ხოლო თუ სკოლაში სწავლა დასწრებულ ფორმატში მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ყველა მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლის დავალება ასახოს ელექტრონულ ჟურნალში, მშობელს კი მასწავლებლის მიერ მიცემული ელექტრონული დავალებების ნახვა შეუძლია.

სად ჩანს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება?

დავალების ნახვა შესაძლებელია ელექტრონულ ჟურნალში დავალებების გვერდზე, სადაც მითითებულია დავალების შინაარსი, ისე მისი შესრულების ვადები (იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა მიუთითა).

როგორ უნდა ატვირთონ და გაგზავნონ დავალებები პედაგოგებმა ელექტრონული ჟურნალიდან? შესაძლებელია თუ არა კლასიდან რამდენიმე მოსწავლეს მისცეთ წერითი დავალება და არა - ყველას?

დავალებების მოდულში მასწავლებელი ქმნის და აგზავნის დავალებას, როგორც ინდივიდუალურ მოსწავლესთან, ისე მთელ კლასთან. მასწავლებელს ასევე აქვს შესაძლებლობა შექმნას დავალების შაბლონები, რომლის გამოყენებასაც შეძლებს სხვა კლასის მოსწავლეებთანაც. დავალების მოდულიდან უნდა აირჩიოთ სასურველი კლასი და საგანი, შემდეგ დააჭიროთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ღილაკს, შემდეგ უნდა აირჩიოთ დამატების ღილაკი ამის შემდეგ გადაგიყვანთ დავალების შესავსებ ველში:

უნდა ჩაწეროთ დავალების სათაური;

გიჩვენებთ კლასს, რომლისთვისაც აპირებთ დავალების დადებას;

კალენდარში უნდა მიუთითოთ დავალების ჩაბარების ვადა;

საათი;

წერთ დავალების ინსტრუქციას;

მოსწავლეების სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებულ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელ მოსწავლეს აძლევთ დავალებას. დავალებების ველში ავტომატურად მონიშნულია ყველა მოსწავლე, მაგრამ თუ გსურთ კონკრეტულ მოსწავლეს/მოსწავლეებს მიცეთ დავალება, მაშინ მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე უნდა მონიშნოთ. ასევე შეგიძლიათ დავალებას თან დაურთოთ ფაილი, რომელიც შეტყობინების ველის ქვედა ნაწილშია განთავსებული. დავალების გასაგზავნათ ირჩევთ ღილაკი „დამატება“.

ცნობისთვის, ბავშვის შესრულებული დავალებებისა და მიღებული ქულების ნახვა პედაგოგს მხოლოდ თავის საგანში შეუძლია. მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალში ხელი არ მიუწვდება სხვა საგნების ქულებზე. მას არ აქვს საშუალება, გადაამოწმოს, რა ნიშანი მიიღო მოსწავლემ სხვა გაკვეთილზე. ელექტრონული ჟურნალში ყველა მოსწავლის შეფასება მხოლოდ დამრიგებლისთვის და დირექციისთვისაა ხელმისაწვდომი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება